შინაარსზე გადასვლა

ახშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ახშანი

სოფელი ახშანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ქისტაური
კოორდინატები 41°59′04″ ჩ. გ. 45°18′51″ ა. გ. / 41.98444° ჩ. გ. 45.31417° ა. გ. / 41.98444; 45.31417
ცენტრის სიმაღლე 550
მოსახლეობა 236[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC 4
სატელეფონო კოდი 995
ახშანი — საქართველო
ახშანი
ახშანი — კახეთის მხარე
ახშანი
ახშანი — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ახშანი

ახშანი[2]სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემი). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ღურულაზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი), თელავი-ახმეტის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან 550 მეტრ სიმაღლეზე, ახმეტიდან 11 კილომეტრი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 236 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 314 151 163
2014[1] 236 117 119

გორისჯვარი — IX საუკუნის II ნახევრის სამნავიანი ბაზილიკა სოფლიდან 1 კილომეტრზე. კომპლექსში შედის სამრეკლო და გალავანი. ბაზილიკა რიყის ქვებითაა ნაგები, ალაგ-ალაგ გამორეულია შირიმის ქვა, შეკეთებულია აგურით. სამრეკლო, დასავლეთის კედლის მხატვრობა და მოხატულობის ფრაგმენტები სავარაუდოდ ეკუთვნის XV-XVI საუკუნეებს.

სოფელში დღესდღეობით ცხოვრობენ შემდეგი გვარის წარმომადგენლები: მაისურაძეები, დუდაურები[4], ლაჩაშვილები, იმერლიშვილები, ფიცხელაურები...

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  4. ახშანში XVIII საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლის მთისწინეთიდან მისულან. იხ. როლანდ თოფჩიშვილი, საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისათვის, თბ., 2002 წ. გვ. 69[მკვდარი ბმული]