აუროვილი
საერთაშორისო ქალაქი | |
---|---|
აუროვილი | |
მატრიმანდირი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ტამილნადუ |
კოორდინატები | 12°00′25″ ჩ. გ. 79°48′38″ ა. გ. / 12.00694° ჩ. გ. 79.81056° ა. გ. |
დაარსდა | 1968 |
ფართობი | 10 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 2333 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | 45 ქვეყნის მოქალაქე |
სასაათო სარტყელი | UTC 5:30 |
სატელეფონო კოდი | 91 413 |
საფოსტო ინდექსი | 605101 |
ოფიციალური საიტი | auroville.org |
აუროვილი („ცისკრის ქალაქი“) — საერთაშორისო ექსპერიმენტული ქალაქი ინდოეთის სამხრეთით. დაარსდა 1968 წელს და ვითარდება იუნესკო-ს ეგიდით. მდებარეობს ტამილნადუს შტატში, ქალაქ პუდუჩერის გვერდით. ქალაქის დამაარსებლის მირა ალფასას განცხადებით, ის უნდა გახდეს ექსპერიმენტი ადამიანთა ინტერნაციონალური თანამეგობრობის შექმნის, სადაც იცხოვრებენ პოლიტიკური და რელიგიური უპირატესობების გარეშე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი დააარსა ინდოელი ფილოსოფოსის, შრი აურობინდოს მიმდევარმა და მოსწავლემ მირა ალფასამ. ქალაქის ინაუგურაციის ცერემონია შედგა 1968 წლის 28 თებერვალს. ცერემონიას ესწრებოდა 124 ქვეყნის წარმომადგენელი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 2333 ადამიანი. ქალაქის მოსახლეობა 45 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელთა შორის 999 არის ინდოეთის მოქალაქე[1]. იგეგმება, რომ ქალაქის მოსახლეობა გაიზარდოს 50 000 კაცამდე.
ინდოეთის მთავრობის აქტის თანახმად აუროვილს აკონტროლებს სამთავრობო ორგანიზაცია „Auroville Foundation“[2]. ფორმალურად ეს ორგანიზაცია აუროვილის მცხოვრებთა საკუთრებას წარმოადგენს[3]. „Auroville Foundation“-ი არის იმ მიწების მფლობელი, რომელზეც შენდება ქალაქი.
ღირსშესანიშნაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აუროვილის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მატრიმანდირი, შენობა რომელსაც გამოიყენებენ მედიტაციისა და იოგის პრაქტიკისათვის. მატრიმანდირი არ მიეკუთვნება რომელიმე რელიგიას.
ნაგებობა სფეროს ფორმისაა, რომელიც დაფარულია ოქროსფერი ფირფიტებით. მატრიმანდირი ააშენეს ფრანგი არქიტექტორის როჟე ანჟეს პროექტის საფუძველზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აუროვილის საიტი[მკვდარი ბმული] (რუსული)
- აუროვილის საიტი (ინგლისური)
- აუროვილი — ღვთაებრივი ოცნება (დოკუმენტური ფილმი) დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- აუროვილის ფოტოები დაარქივებული 2015-04-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აღწერის ოფიციალური მასალები, იანვარი 2014 წელი.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-03. ციტირების თარიღი: 2016-02-08.
- ↑ The Auroville Foundation Act (1988). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2016-02-08.
- ↑ Huggler, Justin (2005-08-18). „Universal City: No Drink. No Drugs. No Politics No Religion. No Pets... So Is This Utopia? Amid the Quiet, Traditional Villages of South India, 1,800 People“. The Independent (London).
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება)