შინაარსზე გადასვლა

ატუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლქი
ატუა
სამოური ენა — Atua
ქვეყანა სამოის დროშა სამოა
ადმ. ცენტრი Lufilufi
კოორდინატები 13°58′56″ ს. გ. 171°34′22″ დ. გ. / 13.9824000° ს. გ. 171.5730000° დ. გ. / -13.9824000; -171.5730000
ფართობი 413 კმ²
მოსახლეობა 21 928 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 53,09 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC 13]]

ატუა (სამოური ენა — Atua) — სამოას ყველაზე ძველი ადმინისტრაციული ოლქი — თავის დროზე ის მოიცავდა უპოლუს და სავაის, მაგრამ დღეისათვის მოიცავს მხოლოდ კუნძულ უპოლუს აღმოსავლეთის ნახევრის დიდ ნაწილს. ოლქის ფართობია — 413 კმ². ოლქის მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს — 21 928 ადამიანს[1]. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი ლუფილუფი.

ოლქის უზენაესი ბელადი ატარებს ტუი ატუას ტიტულს და მას ირჩევს ცხრათა სახლი (ფალეივა) სოფელ ლუფილუფიში. ამასთან ითვალისწინება სოფელ სოლოსოლოს და კუნძულ ალეიპატას ორი მატუას (ბელადი) — ტაფუას და ფუატაგას უხუცესთა აზრები. ტაფუა — ალეიპატა-იტუპა-ი-ლალოს (ქვემო ალეიპატა) ბელადია, ხოლო ფუატაგა — ალეიპატა-იტუპა-ი-ლუგას (ზემო ალეიპატა) ბელადი.

ტუი ატუა ირჩევა ორიდან ერთი ატუანელი სამეფო კლანის — სალევალასის და საფენუნუვაოს წარმომადგენელიდან. ამ კლანების ნათესაური კავშირი იწყება პირველი ტატაიფიდან — სალამასინას დედოფლიდან.

ტუი ატუას ტიტული — ერთ-ერთი ყველაზე ძველია სამოაში, რომლის წარმოშობა იწყება ტაგალოალაგის მეფეებისგან.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ატუა&oldid=3226679“-დან