შინაარსზე გადასვლა

ანტუნ საადა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტუნ საადა (არაბ. أنطون سعادة‎; დ. 1 მარტი, 1904, დჰურ-აშ-შუეირი, ოსმალეთის იმპერია — გ. 8 ივლისი, 1949, ბეირუთი, ლიბანი) — ლიბანელი ჟურნალისტი, მართლმადიდებელი საზოგადოების წარმომადგენელი, მწერალი, პოლიტიკური აქტივისტი და სირიის სოციალური ნაციონალური პარტიის დამაარსებელი.

მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარი მიზანი იყო სახელმწიფოს გამოყოფა რელიგიისაგან და ისტორიული სირიის გაერთიანება, რომელშიც იგი მოიაზრებდა თანამედროვე სირიას, ლიბანს, ერაყს, იორდანიას, პალესტინასა და კიპროსს[1].

იგი არაბული ნაციონალიზმისა და ისლამიზმის მოწინააღმდეგე იყო. მისთვის არსებობდა მხოლოდ 4 არაბული ერი: სირია, ეგვიპტე (სუდანის ჩათვლით), მაროკო და საუდის არაბეთი (იემენის, ომანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩათვლით).

სირიის სოციალური ნაციონალისტური პარტია დააარსა 1932 წელს. პარტიისა და თვით საადას მოღვაწეობა გახდა საფრანგეთის კოლონიური ხელისუფლების რეპრესიების ობიექტი, რამაც იგი აიძულა ბრაზილიაში ემიგრაციაში წასულიყო, საიდანაც მოგვიანებით გადავიდა არგენტინაში და დაკავდა ჟურნალისტური საქმიანობით.

1947 წლის 2 მარტს, ლიბანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ კვლავ გააგრძელა რეპრესიები პარტიის წევრების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია 1949 წლის 4 ივლისის აჯანყება. საადის მხარდაჭერების გამოსვლა ჩაახვშეს, თავად საადა გაიქცა სირიაში, რომლის პრეზიდენტმაც ჰუსნი ალ-ზაიმმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. თუმცა სირიაში ჩასვლისთანავე იგი დააპატიმრეს და გადასცეს ლიბანის ხელისუფლებას. იგი დაადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ანტუან საადა დახვრიტეს 1949 წლის 8 მარტს, გამთენიისას. მისი მოღალატე პრეზიდენტი ჰუსნი ალ-ზაიმი 5 თვის შემდეგ თვითონაც დახვრიტეს დამასკოს მეეზეს ციხეში. 1951 წლის 14 თებერვალს სირიის სოციალური ნაციონალისტური პარტიის წევრების ხელით ასევე მოკლეს საადას დახვრეტაში დამნაშავე — სირიის პრემიერ-მინისტრი რიად ალ-სოლჰი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]