ანაგა
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ანაგა | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
თემი | ანაგა |
კოორდინატები | 41°39′20″ ჩ. გ. 45°54′33″ ა. გ. / 41.65556° ჩ. გ. 45.90917° ა. გ. |
ფართობი | 8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 400 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2002[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC 4 |
საფოსტო ინდექსი |
4201საქართველოს_ფოსტა |
ანაგა[3] — სოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), ალაზნის ველზე. ზღვის დონიდან 400 მ, სიღნაღიდან 6 კმ, წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 9 კმ. ანაგა მიიჩნევა ქიზიყის „ჭიშკრად“.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2002 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 3222 | 1502 | 1720 |
2014[1] | 2002 | 930 | 1072 |
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელ ანაგის მიდამოებში არის შუა საუკუნეების ეკლესია წმ. ელიასი და თამარის ციხე, ასევე წმ. ნინოს ეკლესია, წმ. ბარბარეს ეკლესია, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, კვირაცხოველის ეკლესია, დედაღვთისმშობლის ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია. სულ ანაგაში დაუზუსტებელი ინფორმაციით 17 ეკლესიაა.
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაიბადნენ ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
წარწერა სოფელ ანაგის შესასვლელში
-
წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 419.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- საქართველოს_ფოსტა
_—_1805.
|