ალი შაჰსაბაჰლი
ალი შაჰსაბაჰლი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 მარტი, 1896 თბილისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
13 იანვარი, 1973 (76 წლის) ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ალი ფათულა ოღლუ შაჰსაბაჰლი (აზერ. Əli Fətulla oğlu Şahsabahlı; დ. 28 მარტი, 1896, თბილისი — გ. 13 იანვარი, 1973) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მსახიობი და რეჟისორი, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის დამსახურებული მსახიობი (1945).
ალი ფათულა ოღლუ შაჰსაბაჰლი დაიბადა 1896 წლის 28 მარტს ტიფლისში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1911 წლიდან ქალაქ ტიფლისის აზერბაიჯუანულ დასში.
1924-1937 წლებში მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად ტიფლისის აზერბაიჯანულ თეატრში, ხოლო 1937–1949 წლამდე — ერევნის აზერბაიჯანულ თეატრში.[1]
ალი ფათულა ოღლუ შაჰსაბაჰლი ცნობილია ისეთი როლებით, როგორებიცაა: ფარვიზი (შ. სამის „მჭედელი ნიავე“, ფირდოუსი „შაჰნამე“-თი), ანტონით, კეიკიავისუსის როლებით (ჰუსეინ ჯავიდი „სიავუშ“-ში) სამედ ვურგუნის „ვაგიფში“ შესრულებული ყაჯარის როლით, ჯაბარ ჯაბარლის „ცეცხლის საცოლე“-ში აგშინის როლით, სამედ ვურგუნის „ნადირ შაჰი“-ს მთავარი გმირის ნადირ შაჰის როლის შესრულებით და მრავალი სხვა.[1]
ალი ფათულა ოღლი შაჰსაბახლის საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრებად ითვლება ისეთი სპექტაკლები, როგორებიცაა: ალექსანდრა შირვანზადეს „ნამუსი“ (1929), უზეირ ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალანი“ (1938), ჯაბარ ჯაბარლის „ცეცხლის საცოლე“, „აიდინი“, „1905 წელს“ (1934, 1940, 1941), სულეიმან რუსტამოვის „ყაჩაღი ნაბი“ (1941).[1]
ალი ფათულა ოღლუ შაჰსაბაჰლი დაჯილდოვებული იქნა „საპატიო ნიშნის“ ორდენით და სხვა მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Векил А. Али Шахсабахлы. Ереван, 1973.