აბუსალათინი
აბუსალათინი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Ricinus communis | ||||||||||||||
|
აბუსალათინი (ლათ. Ricinus communis) — ზეთოვანი მცენარე რძიანასებრთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი, დატოტვილი ღრუ ღერო; ფოთოლი — თათისებრ დაყოფილი, დაკბილულკიდეებიანი. მტევნისებრ ყვავილედში ცალსქესიანი ყვავილები ზის (მამრობითი სქესისა — ქვევით, მდედრობითი სქესისა — ზევით).
ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია, ზოფჯერ ქაცვით დაფარული. აბუსალათინის თესლის გული შეიცავს 73% ცხიმოვან ზეთს. თესლსა და კოპტონში არის შხამიანი ნივთიერება რიცინი. აბუსალათინის ზეთს იყენებენ ტექნიკაში, მედიცინაში, ლაქ-საღებრებისა და ქიმიურ მრეწველობაში. აბუსალათინის კოპტონი შეიცავს 4-5% აზოტს, 1,5-1,7% ფოსფორმჟავას, იყენებენ სასუქად.
აბუსალათინის ზეთოვანი თესლის მისაღებად ზომიერი ჰავის ქვეყნებში ერთწლოვანი აბუსალათინი მოჰყავთ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში კი — მრავალწლოვანი. აბუსალათინის სამშობლოა აფრიკა. საქართველოში გავრცელებული იყო ყარაიაში, ამჟანად არ მოჰყავთ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 47.