შინაარსზე გადასვლა

აბოტაბადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აბოტაბადი
ურდუ ایبٹ آباد

ქუჩა აბოტაბადის ძველ ქალაქში
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
პროვინცია ხაიბერ-პახტუნხვა
რაიონი აბოტაბადის რაიონი
კოორდინატები 34°09′21″ ჩ. გ. 73°13′10″ ა. გ. / 34.15583° ჩ. გ. 73.21944° ა. გ. / 34.15583; 73.21944
ნაზიმი (მერი) ნაიბ ნაზიმი
დაარსდა 1863
ცენტრის სიმაღლე 1,256
მოსახლეობა 1,430,238 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC 5
სატელეფონო კოდი 0992
ოფიციალური საიტი abottabad.gov.pk
აბოტაბადი — პაკისტანი
აბოტაბადი

აბოტაბადი (ურდუ, ჰინდკო. ایبٹ آباد) — ქალაქი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჰაზარის რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ პაკისტანში. მდებარეობს ორაშის ველზე, დედაქალაქ ისლამაბადიდან 110 კმ-ით და ქ. რავალპინდიდან 130-ით ჩრდილოეთით, ქალაქ ფეშავარიდან 150 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1,260 მ. სიმაღლეზე. იგი აბოტაბადის რაიონის დედაქალაქია. ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს პაკისტანის ავტონომიური ერთეული — აზად ქაშმირი (ლიტ. „თავისუფალი ქაშმირი“). მთელს პაკისტანში აბოტაბადი კარგადაა ცნობილი მისი სასიამოვნო კლიმატის, მაღალი დონის საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სამხედრო დაწესებულებების გამო. ქალაქში შემონახულია პოპულარული სამთო სადგური (hill station), რომელიც ყოველ წელს ათასობით ტურისტს იზიდავს.

1998 წლის აღწერის მიხედვით, აბოტაბადის რაიონის მკვიდრი 881,000 ადამიანიდან, ჰინდკო-ზე ლაპარაკობდა 45.26%, პუშტუ-ზე 44.74% ხოლო ურდუ-ზე 9.05%.[1] მოსახლეობის უმრავლესობას ურდუ ესმის და გამართულად საუბრობენ, როგორც ოფიციალურ ენას, ურდუს ისინი ძირითადად ვაჭრობისას, საქმიან შეხვედრებზე და ფორმალურ საქმიანობაში იყენებენ. ინგლისური ფართოდ გამოიყენება ბიზნესსა და განათლებაში.

წლიური ამინდი — აბოტაბადი, პაკისტანი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
საშუალო მაღალი °F 54 57 64 73 82 91 86 82 82 77 68 59
საშუალო დღიური °F
საშუალო დაბალი °F 36 39 46 54 61 68 68 64 63 55 46 39
ნალექი დუიმი 2.9 4.1 4.8 4.1 2.9 3 9.7 9.6 3.8 2 1.2 1.9
საშუალო მაღალი °C 12 14 18 23 28 33 30 28 28 25 20 15
საშუალო დღიური °C
საშუალო დაბალი °C 2 4 8 12 16 20 20 18 17 13 8 4
ნალექი მმ 73 103 123 104 73 77 247 244 96 51 31 47
წყარო: Weatherbase[2] აგვისტო 2010

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  1. People Of District Abbottabad – Language. Replay.web.archive.org (21 February 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 28 January 2012.
  2. Weatherbase: Historical Weather for Abbottabad, Pakistan. Weatherbase (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-28. ციტირების თარიღი: 2014-04-29.