აბაცვიჟი
იერსახე
აბაცვიჟი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომის აქვს, სამ-ხუთნაკვეთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს სუსტადაა დაფარული აბლაბუდისებრ-ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომის, მომრგვალო ან შებრტყელებული ფორმის, წითელი ან ვარდისფერია. კანი სქელი, რბილობი — წვნიანი.
აბაცვიჟს ახასიათებს ძლიერი ზრდა და საშუალომოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში ნოემბრის მეორე ნახევარში შედის.
მიიღება სუფრის წითელი ღვინო, ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 9