შინაარსზე გადასვლა

V.Smile

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
V.Smile
მწარმოებელი VTech
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეექვსე თაობა
გამოშვების თარიღი
  • მსოფლიო 4 აგვისტო, 2004[1]
შეწყდა 2010; 14 წლის წინ (2010)
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი SunPlus-ის SPG2xx[2]
შეტანა 2 კონტროლერი, კლავიატურა, მაუსი, გრაფიკული პლანშეტი, საცეკვაო დაფა
წინა VTech Socrates
შემდეგი V.Flash

V.Smileმეექვსე თაობის საგანმანათლებლო ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული VTech-ის მიერ 2004 წლის 4 აგვისტოს. კონსოლი გათვლილი იყო სამიდან შვიდ წლამდე ბავშვებისთვის.

სისტემის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 59 აშშ დოლარს.[3] მასში განთავსებული იყო SunPlus-ის SPG2xx ცენტრალური პროცესორი და გააჩნდა კლავიატურის და მაუსის მხარდაჭერა. ის დაფუძნებული იყო სპრაიტულ გრაფიკაზე და ძირითად მედია საშუალებად გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯებს, რომელსაც ერქვა „სმარტრიჯი“ (Smartridge).

შემდგომში გამოვიდა V.Smile-ის რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის პორტატიული ვერსია V.Smile Pocket. აგრეთვე გამოიცა V-Motion - V.Smile-ის ერთ-ერთი ძირითადი ვერსია, რომელსაც გააჩნდა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის ხაზი და თან მოიხმარდა მოძრაობის დეტექტორ კონტროლერს. V-Motion და სმარტრიჯები უკუთავსებადი იყო V.Smile-ის სხვა ვარიანტებთან და სმარტრიჯებთან. V-Motion-ის სმარტრიჯები, აგრეთვე თავსებადი იყო V.Smile-ის კოსოლურ და პორტატიულ ვერსიებთან, თუმცა ახასიათებდა გარკვეული შეზღუდვები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. V.Smile Games. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2016.
  2. SunPlus: The biggest chip company you’ve never heard of (18 აპრილი, 2010). ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
  3. V-Tech V.Smile - Console Information, consoledatabase.com, წაკითხვის თარიღი 3 დეკემბერი, 2017
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=V.Smile&oldid=3941987“-დან