Georgian Airways

Georgian Airways

Airlines and Aviation

Tbilisi, Georgia 1,136 followers

About us

Flag carrier of Georgian aviation

Website
http://georgian-airways.com
Industry
Airlines and Aviation
Company size
201-500 employees
Headquarters
Tbilisi, Georgia
Type
Public Company
Founded
1993

Locations

Employees at Georgian Airways

Updates

  • View organization page for Georgian Airways, graphic

    1,136 followers

    ✈️♥️🇫🇷 შეიგრძენი ფრანგული რივიერის დაუვიწყარი ემოციები. მოინახულე ნიცა, კანი, სენ-ტროპე და მონტე-კარლო. ✈️🇫🇷 შეგახსენებთ, რომ ნიცას მიმართულებით, პირდაპირი ფრენები თბილისიდან, სრულდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს. ✈️✅ “ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. 👉🏻 ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს: https://lnkd.in/dPk4rMBP

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Georgian Airways, graphic

    1,136 followers

    ✈️ ,,ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე - მფრინავი გოგონა თუშეთიდან. „ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი - მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს. ✈️ საქართველოში არაერთი მფრინავი თუშია, მხოლოდ ჩვენს კომპანიაში 5-6 მფრინავია თუშეთიდან. ბავშვობაში ავიაციის სფეროს სწორედ ამ ადამიანებმა გამაცნეს. სოფელში ხშირად ჩამოდიოდნენ ადგილობრივი მფრინავები, ვერტმფრენით ჩამოფრინდებოდნენ ხოლმე. ეს ჩემთვის ახალი და უცხო იყო, ვინტერესდებოდი და ბევრს ვესაუბრებოდი მფრინავებს, შემდგარ ავიატორებს“. 🧑🏼✈️ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დრო რომ მოვიდა, მაგდამ საავიაციო უნივერსიტეტში ჩაბარება და მფრინავის პროფესიის ათვისება გადაწყვიტა. “ძალიან გამიმართლა ჩემს ოჯახში, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთის აზრსა და გადაწყვეტილებებს. ჩემი სურვილის გამოხატვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება, ჩამებარებინა საავიაციო უნივერსიტეტში. მამას გავუზიარე ჩემი სურვილი, რომ მფრინავის პროფესია მინდოდა შემესწავლა, მან ერთადერთი რამ მითხრა: რთულ პროფესიას ეჭიდები, ბევრი შრომა მოგიწევს და შეეცადე ყველაფერი გააკეთო ბოლომდე რომ მიიყვანო ეს საქმეო. სამწუხაროდ, მამა იმ წელს დაიღუპა, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე. მართლაც ბევრი ვისწავლე, ვიშრომე და აქამდე მოვედი”. ✈️🧑🏼✈️ 6 წლის განმავლობაში მაგდას უკვე 3000 საათამდე აქვს ნაფრენი. არ ავიწყდება პირველი ფრენის ემოცია როგორც ინსტრუქტორთან ერთად, ისე დამოუკიდებლად, უკვე ავიაკომპანიაში მუშაობის დაწყების შემდგომ. არ ავიწყდება ინსტრუქტორების, კოლეგების, ხომალდის მეთაურების გვერდში დგომა და მხარდაჭერაც. ✈️ “არ არის მარტივი პროფესია, ბევრი თეორიული მასალაა ასათვისებელი, პრაქტიკული სწავლების დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ შეასრულო. თუმცა როცა პროფესია შენია, ყველაფერი განიჭებს სიამოვნებას: ფრენის დროს ხედები, გამთენიისას მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა, წარმატებული აფრენა და დაფრენა, კმაყოფილი მგზავრები”. იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვს მომავალი ავიაციას დაუკავშიროს, მაგდა საკუთარი თავის რწმენასა და ბევრ შრომას ურჩევს. ✈️ ,,აუცილებელია რწმენა, რომ სწორ არჩევანს აკეთებ. მაქსიმალურად მზად უნდა იყო, რომ ბევრი შრომა მოგიწევს, მაგრამ ეს შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და მაშინ მიხვდები, რომ სწორად იქ ხარ, სადაც უნდა იყო და შენი ადგილი ავიაციაშია”.

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Georgian Airways, graphic

    1,136 followers

    ♥️ Ready for takeoff 🛫 ✈️ “ჯორჯიან ეარვეისი” ასრულებს პირდაპირ ფრენებს თბილისიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით: პარიზი, მილანი, ბერლინი, ამსტერდამი, ვენა, ნიცა და ლარნაკა. ✈️✅ “ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. 👉🏻 ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს: https://lnkd.in/dPk4rMBP

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Georgian Airways, graphic

    1,136 followers

    ✈️ 🇫🇷 გაემგზავრე 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე პარიზში, გახდი დაუვიწყარი სანახაობის მაყურებელი და უგულშემატკივრე ქართველ ოლიმპიელებს. 🎉 ერთი საუკუნის შემდეგ, პარიზი ისევ ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მასპინძელია. სინათლის ქალაქი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს 26 ივლისიდან, 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. 🇬🇪✈️ 🇫🇷 პარიზის ოლიმპიადის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებს 28 ქართველი ოლიმპიელი. 🇫🇷 შეგახსენებთ, რომ პარიზის მიმართულებით, პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესრულდება ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას. ✈️✅ “ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. 👉🏻 ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს: https://lnkd.in/dPk4rMBP

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Georgian Airways, graphic

    1,136 followers

    ✈️ 🇩🇪 გაემგზავრე ევრო 2024-ის ფინალზე ბერლინში, შეიგრძენი საოცარი ემოციები Olympiastadion-ზე.   🇩🇪 ♥️ გერმანიის დედაქალაქს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი წერტილია, მდიდარი კულტურული ისტორია აქვს. 🔥 🇩🇪 ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის, ბერლინი შეუცვლელი ქალაქია, აქ კლუბების მრავალფეროვანი არჩევანი ყველა გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. ✈️ 🇩🇪 შეგახსენებთ, რომ ბერლინის მიმართულებით, პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, სრულდება ყოველ ოთხშაბათს და შაბათს. ✈️✅ “ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. 👉🏻 ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს: https://lnkd.in/dPk4rMBP

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Georgian Airways, graphic

    1,136 followers

    ✈️ 🇦🇹ავსტრიის დედაქალაქი საოცარი ადგილია ზაფხულის გასატარებლად. ქალაქი ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობით, განსაცვიფრებელი არქიტექტურითა და ცოცხალი ხელოვნების სცენებით. 🇦🇹♥️ ვენას - იგივე "მუსიკის ქალაქს", მუსიკალური მემკვიდრეობის გამო ეწოდა ეს სახელი, რადგან აქ მოღვაწეობდა ბევრი ცნობილი კლასიკოსი მუსიკოსი. ✈️🇦🇹 შეგახსენებთ, რომ ვენას მიმართულებით, პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ✈️✅ “ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. 👉🏻 ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს: https://lnkd.in/dPk4rMBP

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Georgian Airways, graphic

    1,136 followers

    ✈️👩🏼✈️ ,,ჯორჯიან ეარვეისის“ უფროსი ბორტგამცილებელი ანჟელიკა შამათავა: „თვითმფრინავში ვფიქრობდი როგორი უნდა იყოს ჩემი მომავალი. ამ დროს ბორტგამცილებლები უსაფრთხოების წესებს გვაცნობდნენ. ჰაერშივე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მინდოდა გავმხდარიყავი ბორტგამცილებელი“. ✈️ 25 წლის ანჟელიკა შამათავა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისში“ ბორტგამცილებლის პოზიციაზე 2019 წლიდან მუშაობს და ამ დრომდე 4 000 მდე საათიაქვს ნაფრენი. ანჟელიკას ისტორია საინტერესო და განსხვევებულია. ბავშვობიდან პროფესიონალი ბალერინა იყო, საქართველოდან საზღვარგარეთ გაემგზავრა და მის მომავალს ბალეტს უკავშირებდა. თუმცა 12 წლის შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო უარი თქვა ამ პროფესიაზე და საქართველოში დაბრუნდა. „საქართველოში რომ ვბრუნდებოდი, თვითმფრინავში ვფიქრობდი როგორი უნდა იყოს ჩემი მომავალი. ამ დროს, ბორტგამცილებლები უსაფრთხოების წესებს გვაცნობდნენ. ჰაერშივე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მინდოდა მეცადაბორტგამცილებლის პროფესია. ბალეტის შემდეგ, ეს ერთადერთი პროფესია აღმოჩნდა, რომელმაც ჩემი ინტერესი გამოიწვია. რომ ჩამოვედი, დავიწყე ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა ავიაციაში მუშაობის დაწყება. 1,5 წელი დამჭირდა ამ მიზნის მისაღწევად, მალევე შევიცვალე სასწავლებელი, სწავლა დავიწყე საავიაციო უნივერსიტეტში და შემდეგ უკვე გავხდი „ჯორჯიან ეარვეისის“ წევრი.“ 👩🏼✈️ ანჟელიკამ მალევე აითვისა პროფესია და 8 სავალდებული ფრენაც შეასრულა, რის შემდეგაც მიიღო დაშვება დაუმოუკიდებელ ფრენებზე. მესამე წელია, უფროსი გამცილებელის პოზიციაზე მუშაობს. „თავიდან ფრენა რომ დავიწყე, საერთოდ ვერ აღვიქვამდი, რომ ეს სამსახური იყო. ყოველი დღე იყო განსხვავებული, ემოციებით სავსე და შეიძლება ითქვას, რომ დღემდე შემომრჩა ეს დამოკიდებულება. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ყოველდღიურ, რუტინულ სამსახურში. ✈️👩🏼✈️ ერთი შეხედვით ჩვენი პროფესია ლამაზი და ძალიან მარტივი ჩანს. რეალურად, ჩვენი მოვალეობები ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სერვისის გაწევა. პირველ რიგში, პასუხისმგებელები ვართ უსაფრთხოებაზე, ნებისმიერ ვითარებაში მგზავრები ჩვენ გვაკვირდებიან და ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ და ჩვენი ინსტრუქციები შეასრულონ. ამის შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა ჩვენი მოვალეობაა, რომ სრული კომფორტი უნდა შევუქმნათ ჩვენს მგზავრებს.“ იმ ახალგზარდებს, ვინც ფიქრობს,ბორტგამცილებლის პროფესიას დაეუფლონ,ანჟელიკა ურჩევს გადაწყვეტილება მიიღონ მხოლოდ ავიაციის სიყვარულით. 🛫 ,,თუ ავიაციის მიმართ სიყვარული არ აქვთ, მხოლოდ იმიტომ რომ სამსახური ჰქონდეთ, ეს პროფესია არ უნდა აირჩიონ. საკმაოდ რთული პროფესიაა, განსხვავებულ რეჟიმში ვმუშაობთ. გარდა ამისა, ყოველთვის საჭიროა, რა პოზიციაზე არ უნდა იყო, საკუთარ თავზე მუშაობა არ შეწყვიტო. ვისაც უყვარს ავიაციაა, მათთვის ეს საუკეთესო პროფესიაა. ეხლა რომ ვათვალიერებ ჩემს ძველ ფოტოებს, იმ დროს როცა ბევრს ვმოგზაურობდი, „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავში გადაღებული უამრავი ფოტო მაქვს. მაშინ ვერც კი წარმომედგინა რომ წლების შემდეგ უკვე ბორტგამცილებლის პოზიციაზე ავიდოდი ამ ბორტზე.“

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Georgian Airways, graphic

    1,136 followers

    ✈️ საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია ✈️ ,,ჯორჯიან ეირვეისი” მუდმივად ზრუნავს მისი მგზავრების კომფორტისთვის, მოემსახუროს მათ თანამედროვე საფრენი ხომალდებით. ამ მიზნით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ავიაპარკს კვლავ აფართოვებს. ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისს“ აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან ეარვეისის” ავიაპარკის ავიახომალდების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სალიზინგო კომპანიებისგან არის გადაცემული. ✈️ აღნიშნული ავიახომალდი ქართული ავიაციის ისტორიაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილს თამაზ გაიაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული ავიახომალდის უპირატესობების, უსაფრთხოებისა და კომფორტის მაღალი სტანდარტების შესახებ. ✈️ ,,ბოინგ 767-300“ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია. იგი გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით. „ბოინგ 767-300“-ის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. ავიახომალდს უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია. ✈️ 250-ადგილიანი ავიახომალდის ბორტზე განთავსებულია პირველი კლასის სალონი. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით. ✈️ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ავიახომალდი დაათვალიერეს მისმა მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილი, კომპანია „TAV Georgia“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ და “ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა.

    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
      10
  • View organization page for Georgian Airways, graphic

    1,136 followers

    🇮🇹 იტალიაში საზაფხულო შოპინგის სეზონი იწყება! ✈️🇮🇹 მილანი ივნისის თვეში მოდის მოყვარულთათვის განსაკუთრებული პერიოდია, რადგან სწორედ ივნისიდან იწყება ცხელი ფასდაკლებები სხვადასხვა ბრენდულ თუ იტალიურ მაღაზიებსა და აუთლეტებში. 🇮🇹 შეგახსენებთ, რომ მილანის მიმართულებით, პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სრულდება ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. ✈️✅ “ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. 👉🏻 ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს: https://lnkd.in/dPk4rMBP

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Georgian Airways, graphic

    1,136 followers

    ✈️ 🇫🇷 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა პარიზში გაიმართება. 🎉 ერთი საუკუნის შემდეგ, პარიზი ისევ ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მასპინძელია. სინათლის ქალაქი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს 26 ივლისიდან, 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ✈️ ასევე 2024 წლის ივნისში, პარიზში ჩატარდება საერთაშორისო საჰაერო შოუ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიისთვის. 🛍️ შოპინგის მოყვარულთათვის კი, 26 ივნისიდან Paris summer sales დაიწყება და 1 თვე გაგრძელდება. 🇫🇷 შეგახსენებთ, რომ პარიზის მიმართულებით, პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესრულდება ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას. ✈️✅ “ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. 👉🏻 ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს: https://lnkd.in/dPk4rMBP ✈️ 🇫🇷 The 2024 Summer Olympics will be held in Paris. 🎉 After a century, Paris is again the host of the Olympic and Paralympic Games. The City of Light will host the world's best athletes from July 26 to August 11. ✈️ Also in June 2024, Paris will host the International Air Show, which is the most important celebration for the aerospace industry. 🛍️ For shopping lovers, Paris summer sales will start from June 26 and will last for 1 month. 🇫🇷 Direct flights from Tbilisi to Paris will be operated every Tuesday, Friday and Sunday during the summer navigation season. ✈️✅ We would like to remind you, that “Georgian Airways" performs direct flights to Europe during the daytime, which is especially comfortable for passengers. Check-in baggage is included in the standard fare of the ticket. 👉🏻 To book a ticket, please contact our sales offices, official partner agencies or visit the website.

    • No alternative text description for this image

Similar pages