ვიკის უყვარს ძეგლები 2023 საქართველო
ვიკის უყვარს ძეგლები ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიული კონკურსია, რომელიც სექტემბერში ან ოქტომბერში ტარდება. კონკურსის ორგანიზატორები არიან ვიკიპედიის საზოგადოების წევრები, რომლებსაც დახმარებას უწევენ ვიკიმედიის ადგილობრივი წარმომადგენლობები. მონაწილეები საკუთარ რეგიონში ფოტოებს უღებენ ადგილობრივ ისტორიულ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ვიკისაწყობში ტვირთავენ. კონკურსის მიზანია მონაწილე ქვეყნების ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების წარმოჩენა და ხალხის წახალისება, რომ ეს ძეგლები გადაიღონ და გაავრცელონ თავისუფალი ლიცენზიით, რათა მათი გამოყენება შემდეგ შესაძლებელი იყოს არა მხოლოდ ვიკიპედიაში, არამედ ყველგან, ყველასათვის.
ორგანიზაცია „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრები კონკურსს უკვე მეხუთედ ატარებენ.
შემოგვიერთდით, განათავსეთ საქართველოს კულტურული და ისტორიული მეკმვიდრეობის ფოტოები თავისუფალი ლიცენზიით!
პრიზები
კონკურსის ტოპ 10 სურათი საერთაშორისო ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ქართული ჟიური გამოავლენს სამ ადგილობრივ გამარჯვებულს:
I ადგილი: DJI Osmo Mobile 6
II ადგილი: Canon ZoeMini S2 Instant Cam Printer
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, რომელსაც მდიდარი ისტორია და კულტურა აქვს. ეს კონკურსი ბრწყინვალე შესაძლებლობაა, რათა აიღოთ თქვენი კამერა, სმარტფონი, წახვიდეთ სიაში მოცემულ ძეგლებთან, გადაუღოთ ფოტოები და თქვენი თვალით დანახული საქართველოს ისტორია და კულტურა მთელ მსოფლიოს აჩვენოთ!
ამ კონკურსში მონაწილეობა მშვენიერი საშუალებაა, რათა დააკვირდეთ და გააანალიზოთ, რომელი ფოტოები მოიპოვებს აღიარებას. სულაც არ არის საჭირო, პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო, რათა ვიკიპედიისთვის სასარგებლო სურათები გადაიღო. ცდისთვის ნამდვილად დიდებული შანსია! ადგილობრივი კონკურსის გამორჩეული ფოტოები საერთაშორისო ფინალში მოხვდება, სადაც ასევე შესანიშნავი პრიზები გელოდებათ.
კონკურსის წესები
ვცდილობთ, რათა კონკურსში მონაწილეობა გამჭვირვალე და მარტივი იყოს. საქართველოში ამ კონკურსში მონაწილეობისათვის, ფოტოებისთვის არსებობს რამდენიმე წესი, რომლებსაც აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ
ყველა მასალა უნდა იყოს ორიგინალი ფოტო, თანაც ავტორების მიერ ატვირთული.
ყველა სურათი უნდა აიტვირთოს 2023 წლის ოქტომბერში
ყველა ფოტო უნდა გავრცელდეს თავისუფალი ლიცენზიით
მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ აქტიური ელფოსტის ანგარიში.
კონკურსისთვის შესაფერის ძეგლთა სია გამოქვეყნებულია ქართულად.
სურათის დასათაურება და აღწერა აუცილებელია
ფოტოებს არ უნდა ჰქონდეს ლოგოები (ე.წ. წყლის ნიშანი)
სურათი უნდა იყოს მინიმუმ 2 მეგაპიქსელი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში ჯერ არ მოქმედებს პანორამის თავისუფლება და ამიტომ, შეგიძლიათ ატვირთოთ მხოლოდ იმ მონუმენტთა სურათები, რომელთა არქიტექტორებიც 1953 წლამდე არიან გარდაცვლილი ან ნაგებობა ამ თარიღამდეა აშენებული (იმ შემთხვევაში, თუ არქიტეტქორი უცნობია).
ამის გარდა, გაითვალისწინეთ რამდენიმე პრაქტიკული წესი და რჩევა:
შედით არსებული ანგარიშით ან შექმენით ახალი ანგარიში ვიკისაწყობში (Wikimedia Commons)
კარგად დაასათაურეთ სურათები
გამოიყენეთ ზემოთ მოცემული ღილაკი „ობიექტის ძებნა“ ან თუ უკვე იცით, რომელი ძეგლია ფოტოზე ასახული, სურათის ასატვირთათ შეგიძლიათ აქ დააჭიროთ
არ დაგავიწყდეთ სურათებისთვის კატეგორიის მითითება — ეს მათ მოძებნაში ყველას დაეხმარება!
გააზიარეთ თქვენ მიერ ატვირთული სურათები სოციალურ მედიაში ჩვენი ჰეშტეგებით: #WLMGeorgia #WLM2023.
და დაელოდეთ შედეგებს! გისურვებთ წარმატებას!
დაუკავშირდით საორგანიზაციო ჯგუფს
* Wikimedia Georgia
სიახლეები
სიახლეებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ WMGE-ს Facebook გვერდს ან WLM Georgia-ს Facebook გვერდს.
ჟიური
ოქტომბერში, თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენ მიერ მონახულებული ძეგლების ძველი თუ ახალი სურათები, ოღონდ მხოლოდ მოცემული სიიდან. თვის ბოლოს, ფოტოებს შეაფასებს ეროვნული ჟიური და მათგან 10 საუკეთესოს შეარჩევს, რომლებიც შემდეგ საერთაშორისო ფინალში მიიღებს მონაწილეობას. თუკი წესების აღსრულებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი გაქვთ, ამ საკითხზე ჟიური იმსჯელებს.
შეფასების კრიტერიუმები
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური შემდეგი კრიერიუმებით გამოავლენს (თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს):
- ტექნიკური ხარისხი (სიმკვეთრე, სინათლის გამოყენება, ხედვა და ა.შ.);
- ორიგინალურობა;
- სურათის სარგებლიანობა ვიკიპედიისთვის.
ადგილობრივი ორგანიზატორი
სტატისტიკა
„ვიკის უყვარს ძეგლები 2023 საქართველო“-ს კონკურსში სულ ატვირთული სურათები
1 893
Wiki Loves Monuments in Georgia | ||
---|---|---|