MATE
წყაროს მოდელი | Open source |
---|---|
ლიცენზია | GNU General Public License |
ოფიციალური საიტი | mate-desktop.org |
MATE (ქართ. მატე) — GNOME 2-ზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცე, რომელიც განკუთვნილია UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემებისთვის. MATE-ს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც GNOME Foundation-მა მიიღო გადაწყვეტილება იმ დროისათვის პოპულარულ GNOME 2-ზე მუშაობა შეეწყვიტა და გადართულიყო რადიკალურად განსხვავებულ GNOME 3 გრაფიკულ სივრცეზე [1]. სახელი MATE მომდინარეობს სამხრეთ ამერიკული მცენარე მატესგან, რომლის ფოთლებიც არგენტინული ჩაის წარმოებაში გამოიყენება. სხვა თავისუფალი პროექტების სახელების მსგავსად (მაგ.: GNU: "GNU is Not Unix!"), MATE ასევე წარმოადგენს რეკურსიულ აკრონიმს: "MATE Advanced Traditional Environment".
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]GNOME Foundation-მა 2011 წლის 6 აპრილს ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ რომ ამიერიდან ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი GNOME 3 გრაფიკული სივრცე გახდებოდა [2]. GNOME 3-ის თავდაპირველი არასტაბილურობის და GNOME 2-ის პოპულარობის გამო, თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის თემმა გააკრიტიკა GNOME Foundation-ის ეს გადაწყვეტილება. მაშინდელი მიმომხილველები GNOME 3-ის პერსპექტიულობის მიუხედავად, მის GNOME 2-თან შედარებით მოუწიფრობას აკრიტიკებდნენ [3][4]. მომხმარებელთა ნაწილმა მოუწოდა თემს GNOME 3-ის საპირწონედ გაეგრძელებინა GNOME 2-ის განვითარება [5].
არგენტინელმა მომხმარებელმა Perberos-მა, 2011 წლის 18 ივლისს, Arch Linux-ის ფორუმზე გამოაქვეყნა განცხადება GNOME 2-ზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცის, MATE-ს დაფუძნების შესახებ [6]. MATE სწრაფად გახდა პოპულარული და უკვე 2011 წლის ბოლოსთვის, ლინუქსის გავრცელებული დისტრიბუტივის, Linux Mint-ის მხარდაჭერა მოიპოვა [7]. დღესდღეობით MATE-ს აქვს GTK 3-ის სრული მხარდაჭერა. ასევე მოხერხდა ძირითადი GNOME 2 პროგრამების MATE-სთვის განკუთვნილი ანალოგებით ჩანაცვლება.
ჩანაცვლებული პროგრამები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]MATE-ს დეველოპერებმა მოახდინეს GNOME-ის საბაზისო პროგრამების განშტოება, და MATE-ს ანალოგების შექმნა. განშტოებულმა პროგრამებმა შეიძინეს ახალი ესპანურენოვანი სახელები:
- Caja (ყუთი) - ფაილების მენეჯერი (Nautilus-ის ანალოგი)
- Pluma (კალამი) - ტექსტის რედაქტორი (Gedit-ის ანალოგი)
- Atril (კათედრა) - დოკუმენტების საჩვენებელი (Evince-ის ანალოგი)
- Engrampa (კავი) - არქივების მენეჯერი (Archive Manager-ის ანალოგი)
- MATE Terminal - ტერმინალის ემულატორი (GNOME Terminal-ის ანალოგი)
- Marco (ჩარჩო) - ფანჯრების მენეჯერი (Metacity-ის ანალოგი)
- Mozo (მიმტანი) - მენიუს რედაქტორი (Alacarte-ის ანალოგი)
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]MATE არის რამდენიმე ლინუქსის და BSD დისტრიბუტივის ერთ-ერთი ოფიციალურად მხარდაჭერილი გრაფიკული სივრცე:
- Linux Mint - მე-12 გამოცემიდან
- Linux Mint Debian Edition - 2013 წლის მარტიდან
- GhostBSD - 3.5 გამოცემიდან
- Fedora - მე-18 გამოცემიდან
- Ubuntu MATE - 14.10 გამოცემიდან
MATE ასევე ხელმისაწვდომია რამდენიმე დისტრიბუტივის რეპოზიტორიაში:
- Arch Linux
- Debian
- FreeBSD
- Gentoo
- Kali Linux
- Mageia
- NetBSD
- openSUSE
- PC-BSD
- PCLinuxOS
- ROSA
- Slackware
- Ubuntu
გამოცემის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერსია | გამოსვლის თარიღი |
---|---|
თავდაპირველი ვერსია | 19 აგვისტო, 2011 |
1.2 | 16 აპრილი, 2012 |
1.2 | 16 აპრილი, 2012 |
1.4 | 30 ივლისი, 2012 |
1.6 | 2 აპრილი, 2013 |
1.8 | 4 მარტი, 2014 |
1.8.1 | 9 სექტემბერი, 2014 |
1.8.2 | 13 მარტი, 2015 |
1.10 | 11 ივლისი, 2015 |
1.12 | 5 ნოემბერი, 2015 |
1.14 | 8 აპრილი, 2016 |
1.16 | 21 სექტემბერი, 2016 |
1.18 | 13 მარტი, 2017 |
1.20 | 7 თებერვალი, 2018 |
1.22 | 18 მარტი, 2019 |
1.24 | 10 თებერვალი, 2020 |
1.26 | 3 აგვისტო, 2021 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Ubuntu MATE-ს ოფიციალური გვერდი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ GNOME 3.0 Has Arrived, GNOME Foundation, 2011-04-06, https://www.gnome.org/news/2011/04/gnome-3-0-has-arrived/. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
- ↑ Untz, Vincent (2011-04-06), GNOME 3.0 Released, https://mail.gnome.org/archives/devel-announce-list/2011-April/msg00004.html/. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09 დაარქივებული 2017-11-24 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Byfield, Bruce (2012-03-19), GNOME 2 vs. GNOME 3, http://www.datamation.com/open-source/gnome-2-vs.-gnome-3-1.html. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
- ↑ Paul, Ryan (2011-04-06), A shiny new ornament for your Linux lawn: Ars reviews GNOME 3.0, https://arstechnica.com/information-technology/2011/04/ars-reviews-gnome-30-a-shiny-new-ornament-for-your-linux-lawn/. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
- ↑ Laishram, Ricky (2011-08-04), Linus Torvalds Ditches GNOME For Xfce, https://digitizor.com/linus-torvalds-ditches-gnome-for-xfce/. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
- ↑ A Gnome 2 Fork: The MATE Desktop Environment, ingeek, 2011-11-17, https://web.archive.org/web/20140214105804/http://ingeek.com/a-gnome-2-fork-the-mate-desktop-environment. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
- ↑ Lefebvre, Clem (2011-12-01), Important fix for MATE – Feedback needed, http://blog.linuxmint.com/?p=1901. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09