ატუა
ოლქი | |
---|---|
ატუა სამოური ენა — Atua | |
ქვეყანა | სამოა |
ადმ. ცენტრი | Lufilufi |
კოორდინატები | 13°58′56″ ს. გ. 171°34′22″ დ. გ. / 13.9824000° ს. გ. 171.5730000° დ. გ. |
ფართობი | 413 კმ² |
მოსახლეობა | 21 928 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 53,09 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC 13]] |
ატუა (სამოური ენა — Atua) — სამოას ყველაზე ძველი ადმინისტრაციული ოლქი — თავის დროზე ის მოიცავდა უპოლუს და სავაის, მაგრამ დღეისათვის მოიცავს მხოლოდ კუნძულ უპოლუს აღმოსავლეთის ნახევრის დიდ ნაწილს. ოლქის ფართობია — 413 კმ². ოლქის მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს — 21 928 ადამიანს[1]. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი ლუფილუფი.
ოლქის უზენაესი ბელადი ატარებს ტუი ატუას ტიტულს და მას ირჩევს ცხრათა სახლი (ფალეივა) სოფელ ლუფილუფიში. ამასთან ითვალისწინება სოფელ სოლოსოლოს და კუნძულ ალეიპატას ორი მატუას (ბელადი) — ტაფუას და ფუატაგას უხუცესთა აზრები. ტაფუა — ალეიპატა-იტუპა-ი-ლალოს (ქვემო ალეიპატა) ბელადია, ხოლო ფუატაგა — ალეიპატა-იტუპა-ი-ლუგას (ზემო ალეიპატა) ბელადი.
ტუი ატუა ირჩევა ორიდან ერთი ატუანელი სამეფო კლანის — სალევალასის და საფენუნუვაოს წარმომადგენელიდან. ამ კლანების ნათესაური კავშირი იწყება პირველი ტატაიფიდან — სალამასინას დედოფლიდან.
ტუი ატუას ტიტული — ერთ-ერთი ყველაზე ძველია სამოაში, რომლის წარმოშობა იწყება ტაგალოალაგის მეფეებისგან.