შინაარსზე გადასვლა

Microsoft Lumia 430

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Microsoft Lumia 430
მწარმოებელი Microsoft
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1 განახლებით Windows 10 (mobile)
მასა 127.9 გრ.
ფოტოკამერა 2 MP,LED flash
მეორე კამერა VGA 0.3მპ ფოტოგადაღება, VGA ვიდეო გადაღება f/2.8 (640 x 480)
ინტერფეისები Windows Phone 8.1 Lumia Denim
ბატარეა 1500 მ-ამპ 3.7V
მეხსიერება ინტეგრირებული მეხსიერება 8 გიგაბაიტი
მეხსიერების გაზრდა 128 გიგაბაიტამდე microSD ტიპის ბარათით

Microsoft Lumia 430[1] — 2 სიმ-ბარათიანი სმარტფონი, რომელიც შემუშავებულია Microsoft Mobile-ის მიერ. წარმოდგენილი იყი 2015 წლის მარტში, Google-ის მიერ წარმოებული Android One-ის კუნკურენციის გასაწევად.[2] აქვს ორბირთვიანი Qualcomm Snapdragon 200 MSM8210 1200Mhz პროცესორი და LCD Transmissive დისპლეი, რომელიც გამოსახავს 16 მილიონ ფერს. ძირითადი კამერა 2 მეგაპიქსელიანია, ხოლო ჩაშენებული მეხსიერება 8 გიგაბაიტიანი. ოპერატიული მეხსიერება 1 გიგაბაიტს აღწევს. აღჭურვილია 1500 mAh-ანი აკუმულატორით, რომელიც აპარატს აძლევს შესაძლებლობას იმუშაოს 456 საათი მოლოდინის რეჟიმში და 12.9 საათი სასაუბრო რეჟიმში. აქვს ფართო საკომუნიკაციო საშუალებები, მათ შორის: Web-ბრაუზერი, EDGE, WiFi, სტერეო Bluetooth, და USB-პორტი. აუდიო გასასვლელის ზომა 3.5 მმ შეადგენს. მობილურ ტელეფონს ჩაშენებული აქვს Skype, Office და OneDrive. აღსანიშნავია, რომ სმარტფონს აქვს აგრეთვე GPS მიმღები. წონა 127.9 გრამი.

  1. Microsoft Lumia 430 Specifications. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  2. Chawla, Surbhi (17 February 2015). „Microsoft’s Affordable Lumia 532 Smartphone Comes To India“. Gizmodo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2015.