შინაარსზე გადასვლა

სამოა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო
Independent State of Samoa
Malo Sa'oloto Tuto'atasi o Samoa
სამოა
სამოის
ჰიმნი: The Banner of Freedom
სამოის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
აპია
13°35′ ს. გ. 172°20′ დ. გ. / 13.583° ს. გ. 172.333° დ. გ. / -13.583; -172.333
ოფიციალური ენა სამოური, ინგლისური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრემიერ-მინისტრი მალიელეგაოი
ფართობი
 -  სულ 2 860 კმ2 (166)
 -  წყალი (%) 0.3
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 214 265 ად. (185-ე)
 -  2011 აღწერა 187 820 ად. (2011) 
 -  სიმჭიდროვე 65 კაცი/კმ2 (126-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $1.218 მილიარდი (166-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $6344 (94-ე)
აგი (2007) 0.785 (საშუალო) (77-ე)
ვალუტა ტალა (WST)
დროის სარტყელი UTC 13:00
 -  ზაფხულის (DST) UTC 14:00 (UTC)
ქვეყნის კოდი WST
Internet TLD .ws
სატელეფონო კოდი 685

სამოა (სამ. Malo Sa’oloto Tuto’atasi o Samoa, ინგლ. Independent State of Samoa) — სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთში. ძველი სახელწოდებები: გერმანიის სამოა (1900—1914), დასავლეთი სამოა (1914—1997). უკავია სამოას არქიპელაგის ორი უდიდესი კუნძული: სავაი და უპოლუ. ქვეყნის დედაქალაქია — აპია, რომელიც მდებარეობს კუნძულ უპოლუზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიიღეს 1976 წლის 15 დეკემბერს, ხოლო 1970 წლიდან ერთა თანამეგობრობის წევრია.

ქვეყნის დასახელების ზუსტი წარმოშობა უცნობია. არსებობს რამდენიმე ვერსია.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, „სამოა“ წარმოადგენს სიტყვა„Sa-ia-Moa“-ს შემოკლებულ ფორმას, რაც სამოური ენიდან ითარგმნება როგორც „ღვთიური მოასათვის[1]. ამ ვერსიასთან დაკავშირებულია ერთ-ერთი ლეგენდა, რომლის თანახმადაც სამყაროს ღმერთს ტაგალოას ჰყავდა ვაჟიშვილი სახელად მოა და ქალიშვილი სახელად ლუ. ლუს გათხოვების შემდეგ შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაც ასევე დაარქვა ლუ. ერთ ღამეს, ძილის დროს, ტაგალოამ გაიგო, რომ მისი შვილიშვილი ლუ მღეროდა სიმღერას სიტყვებით „Moa-Lu, Moa-Lu“. რამდენიმე ხნის შემდეგ ლუმ შეცვალა მათი თანმიმდევრობა და მღეროდა სიტყვებით „Lu-Moa, Lu-Moa“, ანუ საკუთარი სახელი დააყენა თავისი ბიძის მოას სახელზე უფრო წინ. ტაგალოამ ეს რომ გაიგო, საკმაოდ განრისხდა, ჩათვალა, რომ საკუთარი შვილიშვილი განდიდების მანიით იყო შეპყრობილი. მან სთხოვა ლუს მისთვის მოეფხანა ზურგი. როდესაც ლუმ ამის გაკეთება დაიწყო, ტაგალოამ დაიჭირა ბიჭი და მას ცემა დაუწყო. შეშინებული ლუ გაიქცა და საცხოვრებლად გაემგზავრა დედამიწაზე. ტაგალოამ ასევე გააფრთხილა შვილიშვილი მასზედ, რომ მას პატივი ეცა თავისი ბიძა მოასათვის. ლუმ ეს ყველაფერი უკვე გაიხსენა დედამიწაზე და გადაწყვიტა თავისი ახალი სახლისათვის დაერქვა „Sa-ia-Moa“. შემდგომში ამ სახელმა განიცადა ტრანსფორმაცია და გახდა „Samoa[1].

მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას შორის ყველაზე უფრო პოპულარულია მეორე ვერსია. სამოელები მიუთითებენ მასზე, რომ „მოა“ გამოხატავს ან „ცენტრს“, ან „ქათამს“ (მაგრამ მანუას კუნძულებზე ეს სიტყვა არ იხმარება მოცემულ კონტექსტში; იქ ქათამს გამოხატავს სიტყვა „manu“). ამიტომ სახელმწიფოს დასახელება შეიძლება გადავთარგმნოთ სამოური ენიდან როგორც „სამყაროს საღვთო ცენტრი“[2] ან როგორც „მოას ადგილი“ (მოა — ადგილობრივი შინაური ფრინველი, ქათმის მსგავსი)[3].

ამასთან „მოა“ — ეს არის გვარი, რომელსაც ატარებენ სამეფო ტიტულის — ტუიმანუას მფლობელები[1].

გეოგრაფიული მდგომარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამოას რუკა

ქვეყანა მდებარეობს სამოას არქიპელაგის დასავლეთ ნაწილში 171°20’ და 172°50’ დ. გ. შორის და 14°10’ და 13°20’ ს. გ. შორის. ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 2832 კმ²-ს და მოიცავს ორ დიდ კუნძულს — სავაის (1708 კმ²) და უპოლუს (1118,7 კმ²) — და 8 მომცრო კუნძულს (5,71 კმ²), რომელთაგან დასახლებულია მხოლოდ მანონო და აპოლიმა.

სამოას ეკუთვნის 130 000 კმ² განსაკუთრებული სანაპირო ეკონომიკური ზონა და 23 100 ჰა რიფები და ლაგუნები (სიღრმით არაუმეტეს 5 მეტრისა).[4]

ქვეყანა ესაზღვრება: ტოკელაუს ტერიტორიულ წყლებს — ჩრდილოეთით; ამერიკის სამოას — აღმოსავლეთით; ტონგას — სამხრეთით; უოლისი და ფუტუნას — სამხრეთ-დასავლეთით და ტუვალუს — ჩრდილო-დასავლეთით.

კუნძულები ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
ად. (2006 წელი)
სავაი 1708 43 103
უპოლუ 1118,7 136 674
ნუუსაფეე 0,02
აპოლიმა სტრაიტის კუნძულები
მანონო 3 889
აპოლიმა 1 75
ნუულოპა 0,01
ალეიპაგას კუნძულები
ნუუტელე 1,08
ნუულუა 0,25
ნამუა 0,20
ფანუატაპუ 0,15
სულ 2832,41 180 741

სამოაში შემავალი კუნძულების რელიეფი, უპირატესად მთიანია, რადგანაც კუნძულები ვულკანური წარმოშობის წყალქვეშა ქედის გაგრძელებაა. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილებია — სილისილი (კუნძული სავაი) (1857 მეტრი) და ფიტო (1115 მეტრი) (უპოლუ). ორ დიდ კუნძულზე მწვერვალები დასერილია ღრმა ხეობებით, რომელშიც მდებარეობენ ფართე ვაკე ადგილები. ზღვისკენ გამოსული ფერდოები, ძირითადად ციცაბოა. სანაპირო ზოლი ვიწროა, დაკლაკნილია ლაგუნებით და მარჯნის რიფებით. ზუსტად დაბლობ სანაპირო ზოლთან, მთის მასივებსა და ზღვას შორის თავმოყრილია სამოელების სოფლები.

დასავლეთ სამოას კლიმატი — ნოტიო ტროპიკულია. საშუალო წლიური ტემპერატურაა 26,5 °C, წლიური ამპლიტუდა არ აჭარბებს 2 °C-ს.

მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობით წელიწადი იყოფა ორ სეზონად: ნოტიო (ნოემბერი — აპრილი), როდესაც პასატური ცირკულაცია ხშირად ირღვევა ჩრდილო-დასავლეთიდან მოსული ციკლონებით, და უფრო მშრალი (მაისი — ოქტომბერი), ამ დროს კუნძულებზე ჭარბობს სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატები. ვაკიან ადგილებში მოდის 2000-3000 მმ ატმოსფერული ნალექი წელიწადში; მათი რაოდენობა იზრდება სიმაღლის მიხედვით და აღწევს 5000-7000 მმ-ს. ქარსზედა (სამხრეთი და აღმოსავლეთი) ფერდოებზე წვიმა უფრო მეტი მოდის, ვიდრე ქარსქვედა (ჩრდილოეთი და დასავლეთი).[5][6] საშუალო ფარდობითი სინოტივე ტოლია 80 %-ის. მზიანი საათების საშუალო წლიური რაოდენობაა — 2500 სთ.

ქარის პრიორეტული მიმართულებაა — ჩრდილო-აღმოსავლეთი, რომელზეც მოდის ნოტიო სეზონის 80 % და მშრალი სეზონის 50 %. ქარის საშუალო სიჩქარეა — დაახლოებით 20 კმ/სთ, ხანდახან 48 კმ/სთ-მდე.

სამოაზე პერიოდულად ხდება ტროპიკული ციკლონების ზემოქმედება. 1990 და 1991 წლებში კუნძულებს თავს დაატყდა ციკლონები ოფა და ვალი, რომლის ქარის სიჩქარეც იყო 180 კმ/სთ.[4] ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველი იყო „ასწლეულის ქარიშხალი“, რომელიც დასავლეთ სამოას თავს დაატყდა 1966 წლის იანვარში. ქარის სიჩქარე აღწევდა 200 კმ/სთ-ში.

გეოლოგიური აგებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ აპიას ობსერვატორიის სეისმოგრაფები საკმაოდ ხშირად აფიქსირებენ მიწისქვეშა ბიძგებს, მაგრამ ამ ბიძგებს ჯერ არ გამოუწვევიათ დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კუნძული ვულკანურიწარმოშობისაა, მხოლოდ სავაი შეიძლება დასახელდეს ვულკანურად აქტიურად. ბოლო დიდი ამოფრქვევა დაფიქსირებულია 1700 წელს, ნაკლები სიმძლავრის — 1904—1906 წლებში. სავაის კუნძულის ტერიტორიის ნაწილზე, რომელზეც დაფარულია ახალგაზრდა ლავები, თითქმის არ არსებობს მცენარეულობა. მაგრამ სხვა რაიონებში უფრო ძველი ვულკანური ჯიშების გამორეცხვის და გამოქარვის შედეგად წარმოიქმნა ნაყოფიერი ნიადაგი. ასეთი მიწა განსაკუთრებით ბევრია კუნძულ უპოლუზე.

სასარგებლო წიაღისეული ქვეყანაში არ არსებობს.

სამოა ყველა მხრიდან გარშემორტყმულია წყნარი ოკეანით. უპოლუს და სავაის კუნძულები ერთმანეთისგან გამოყოფილია აპოლიმას სრუტით, რომელშიც მდებარეობს უფრო პატარა კუნძულები — მანონო და აპოლიმა.

ქვეყნის მოსახლეობის 3/4-ზე მეტს აქვს შეხება წყალგაყვანილობასთან. მიუხედავად ამისა, წყლის დიდი რაოდენობა იკარგება გაჟონვების შედეგად სუსტი ინფრასტრუქტურისა და წყალგაყვანილობის ცუდი შენახვის გამო.

სამოას ვულკანურმა წარმოშობამ დიდი გავლენა მოახდინა ადგილებზე, რომელიც სავსეა მცირე მდინარეებით და ჩანჩქერებით, გარდა უპოლუს დასავლეთი ნაწილისა და სავაის დიდი ნაწილისა. ადგილობრივი მოსახლეობისათვის ამ რაიონებში მტკნარი წყლის ტრადიციული წყაროები არის გრუნტის და წვიმის წყლები. ამ მიზნებისთვის სავაიზე იყენებენ მდინარეებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მდებარეობენ სანაპიროსთან ახლოს. მშრალი სეზონის დროს წყალსატევები ხშირად შრება.ბევრ რაიონებში მიწოდებული წყლის რაოდენობა არასაკმარისია სასმელი წყლის რაოდენობის დაკმაყოფილებისთვის და ჰიგიენისთვის.

აპიაში მოწოდებული სასმელი წყლის რაოდენობა და ხარისხი კლებულობს წყალგაყვანილობის მილების მდინარეების ჩქარ დინებასთან მიუსადაგობის გამო, რომელიც დედაქალაქში სასმელი წყლის მთავარი წყაროა. სავაის ზოგიერთი რაიონი ასევე განიცდის წყლის საკმაო უკმარისობას მთელი წლის განმავლობაში. ადგილობრივი მაცხოვრებლები სასმელი წყლის მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ, ცისტერნაში წვიმის წყლის შეგროვებით.

საკმაოდ დიდი ნალექების მიუხედავად, თითქმის მთელი წყალი ორთქლდება, ასევე შეიწოვება ფოროვან ნიადაგში 3-6 თვის განმავლობაში წვიმიანი სეზონის დამთავრების შემდეგ[4].

კუნძულების მთიან ნაწილში მდებარე ნიადაგის დიდი ნაწილი, წარმოქმნილია ვულკანური ფერფლისაგან. უფრო მეტად ის შედგება ოლივინური ბაზალტისაგან, ამასთან ღარიბია კალიუმით და ფოსფორით. მაგრამ, ხშირი ნალექები და საუკეთესო ტემპერატურული პირობები ხელს უწყობს მისი ნაყოფიერების ამაღლებას.

სამოაზე არსებობს სხვაობა მთიან, გორაკიან და დაბლობის ნიადაგებს შორის. მთიან რაიონებში იკვეთება ტენდენცია ნიადაგის ფენის სისქის გაზრდა სიმაღლესთან ერთად, თუმცა, როგორც წესი, სამოას ამ რაიონების ნიადაგი არ გამოიყენება სოფლის მეურნეობისათვის[4].

სამოას ფლორა მრავალფეროვანია (აღირიცხება მცენარეების დაახლოებით 775 სახეობა, რომელთაგან 30 % — არქიპელაგის ენდემებია). მცენარეულობებიდან გვხვდება ლათ. Atuna racemosa, ლათ. Bischofia javanica, ლათ. Canarium harveyi, ლათ. Glochidion ramiflorum, ლათ. Gnetum gnemon, ლათ. Hoya australis, ლათ. Macaranga harveyana. კუნძულების ზედაპირის ორ მესამედს უკავია ნოტიო ტროპიკული ტყეები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მერქნიანი გვიმრების სიმრავლე. გვხვდება ძვირფასი ჯიშის საკმაოდ მყარი მერქანი. გავრცელებულია მსხვილფოთლოვანი მირტები და ორქიდეები. ტყეები ძირითადად მდებარეობენ მთის ფერდოებზე, ხოლო სანაპიროზე ჭარბობს მოყვანილი პლანტაციები. საკმაოდ მაღალი მთების მწვერვალებზე ტყეებს ცვლის მეჩხერი ტყეები და ბუჩქები. სამოური მცენარეულობის 150 სახეობა გამოიყენება სამედიცინო მიზნებისათვის[4].

სამოას ფაუნა, როგორც პოლინეზიის სხვა კუნძულებზე, შედარებით ღარიბია. კუნძულებზე ადამიანის გამოჩენამდე ხმელეთზე ძუძუმწოვრებიდან ცხოვრობდნენ ღამურები, ხოლო სანაპირო წყლებში — დელფინი. ძველი პოლინეზიელი მეზღვაურებმა აქ შემოიყვანეს ძაღლები და ღორები, ხოლო ევროპელებმა — მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხენები. ასევე გემებიდან კუნძულებზე შეაღწიეს ვირთხებმა, რომლებიც გამრავლდნენ მთელ არქიპელაგზე.

მნიშვნელოვნად მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი ფრინველები (დიდფეხა ქათმები, მტრედი, პატარა თუთიყუშები და სხვები). სულ კუნძულებზე მუდმივად ბუდობს ფრინველთა 43 სახეობა, რომელთაგან 8 — ენდემია, მაგალითად, კბილნისკარტა მტრედი (ლათ. Didunculus strigirostris). პოლინეზიელებმა აქ შემოიყვანეს ქათმები, ხოლო ევროპელებმა — სხვა შინაური ფრინველები. ქვეწარმავლებიდან გვხვდება ხვლიკები (7 სახეობა) და გველები (1 სახეობა). ბევრი მწერებია, განსაკუთრებით პეპლები (21 სახეობა). სანაპიროზე ცხოვრობენ კუები და კიბორჩხალები[4].

ოკეანის წყლებში მრავლადაა თევზი, მათ შორის ძვირფასი სარეწავი ჯიშები. ნაპირიდან მოშორებით დაცურავენ ზვიგენები, თინუსები, სკუმბრიები, შიმშერები, მეჩხერ წყლებში — კეფალი, ზღვის გველთევზები. მარჯნის რიფებში არიან მრავალრიცხოვანი მოლუსკები.

ევროპელების გამოჩენამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოას არქიპელაგი, ისევე როგორც ფიჯის და ტონგას კუნძულები, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, დასახლებული იყო ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში[7] დასავლეთ მელანეზიაში მდებარე ბისმარკის არქიპელაგიდან ლაპიტას კულტურის წარმომადგენელთა მიგრაციის დროს[8].

სხვა მონაცემებით, არქიპელაგის დასახლება ხდებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე II და I ათასწლეულის მიჯნაზე.

სამოას არქიპელაგი იყო პოლინეზიური კულტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ცენტრი. ზუსტად სამოადან მოდიოდა წყნარი ოკეანის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილის კუნძულების და ატოლების ათვისება.

სამოას ისტორიაზე იქ ევროპელების გამოჩენამდე მოიპოვება საკმაოდ მწირი დამადასტურებელი ცნობები. ლეგენდებიდან და თქმულებებიდან, ასევე არქეოლოგიური გათხრების მცირე მასალებიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ სამოაში, ფიჯიზე და ტონგაში დასახლებულ ტომებს შორის მიმდინარეობდა მუდმივი სისხლიანი პაექრობა რეგიონში პირველობისათვის. ტუ’ი პულოტუს (ტონგა) იმპერია შეცვალა ტუ’ი მანუ’ას (სამოა) იმპერიამ, ხოლო ის — ტუ’ი ტონგას იმპერიამ (დაახლოებით 950 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით). არისტოკრატიული ოჯახები ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ ნათესაურად, რაც ხელს უწყობდა სახელმწიფოთა კულტურულ და ისტორიულ სიახლოვეს.

XVII საუკუნის შუისათვის სამოას პორტები რეგიონში ასრულებდნენ ძირითად სავაჭრო ფუნქციებს, როგორც პოლინეზიის შიგნით, ასევე ევროპელებთან ვაჭრობაში.

ევროპელების გამოჩენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოას არქიპელაგის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ნიდერლანდელი მოგზაური იაკობ როგევენი, რომელიც სამოაზე გადავიდა 1722 წელს. შემდგომში, 1768 წელს, არქიპელაგი მოინახულა ფრანგმა ზღვაოსანმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა, რომელმაც მას დაარქვა მეზღვაურთა კუნძულები. 1830-იან წლებამდე, სანამ კუნძულებზე მოსვლა დაიწყეს ინგლისელმა მისიონერებმა და ვაჭრებმა, კონტაქტები უცხოელებთან საკმაოდ შეზღუდული იყო. 1830 წლის აგვისტოში სამოაზე თავისი მისიონერული მოღვაწეობა დაიწყო ლონდონის მისიონერთა საზოგადოების წევრმა ჯონ უილიამსმა[9]. სამოელებს ჰქონდათ ველური და მეომარი ხალხის რეპუტაცია, რაც გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის ხშირმა დაპირისპირებამ ფრანგებთან, ბრიტანელებთან, გერმანელებთან და ამერიკელებთან, რომლებიც იყენებდნენ სამოას XIX საუკუნის ბოლომდე თავიანთი გემების ნახშირით მომარაგებისათვის. ამ დროისათვის სამოაზე მიმდინარეობდა პირველყოფილი თემური წყობის დაშლის და კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი: კუნძულელები იყოფოდნენ საზოგადოების მაღალ და რიგით წებრებად, აღმოცენდა საკმაოდ დიდი ტერიტორიული გაერთიანებები უზენაესი ბელადების მეთაურობით.

XIX საუკუნის შუახანს არქიპელაგზე კონტროლისათვის გაიმართა მეტოქეობა გერმანიის იმპერიას, ბრიტანეთის იმპერიასა და აშშ-ს შორის, რაც გამოიხატა კუნძულების რაიონში სამხედრო გემების გაგზავნაში, ერთმანეთთან მეომარი სამოას ბელადების დახმარებაში, მათთვის იარაღის გაგზავნაში, სწავლის ორგანიზებაში და შინა ომებში პირდაპირ ჩარევაშიც[10]. უკვე XIX საუკუნის შუიდან ამ სამმა სახელმწიფომ სამოაზე დაიწყო თავისი წარმომადგენლობის გაზრდა: 1847 წელს დიდმა ბრიტანეთმა გახსნა საკუთარი საკონსულო აპიაში; 1853 წელს მის კვალს მიჰყვა აშშ, ხოლო 1861 წელს — გერმანია[11]. 1881 წელს მეტოქეებმა მოილაპარაკეს ეღიარებინათ სამოას მეფედ უზენაესი ბელადი მალიეტოა ლაუპეპა, მაგრამ მეფე ლაუპეპა 1885 წელს შევიდა ღია კონფლიქტში გერმანელებთან, რომლებმაც პასუხად ღიად მხარი დაუჭირეს ლაუპეპას მთავარ მოწინააღმდეგეს ტამასესეს. გერმანელებმა ისარგებლეს გერმანიის ფაქტობრივი გაბატონებით სამოაზე და ასევე ბრიტანელებისა და ამერიკელების ერთიანობის არქონით, 1887 წელს ჩამოაგდეს და გააგდეს ლაუპეპა, ხოლო მეფედ გამოაცხადეს ტამასესე. გერმანელმა კაპიტანმა ბრანდეისმა, რომელიც დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, ყველა სამოელს დაუწესა მაღალი გადასახადი და, გერმანულ სამხედრო გემებზე დაყრდნობით, შეეცადა სისხლიანი რეპრესიებით გაემყარებინა თავისი მდგომარეობა არქიპელაგზე. ამ მოქმედებებმა გამოიწვია ადგილობრივი მაცხოვრებლების მთელი რიგი პროტესტები. უკმაყოფილოების მეთაური გახდა ბელადი მატააფა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში. ტამასესეს ჯარებზე მატააფას მეომრების გამარჯვების შემდეგ გერმანელთა ხელისუფლება იძულებული იყო უკან გაეწვია ბრანდეისი. ამ დამარცხებისგან გამწარებულმა გერმანიის კონსულმა ბრძანება გასცა ზღვიდან შეეტიათ მატააფას მხარდამჭერი სოფლებისათვის.

გერმანელების აგრესიული მოქმედებებით შეშფოთებულებმა, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობებმა საკუთარი ინტერესების დასაცავად არქიპელაგზე გააგზავნეს შეიარაღებული ძალები. ამან გამოიწვია ერთმანეთის მოწინააღმდეგე საგარეო ძალების მიერ ფაქტობრივად ინსპირირებული რვაწლიანი სამოქალაქო ომი. სამივე ქვეყანამ აპიაში გააგზავნა საკუთარი სამხედრო გემები, რის შედეგადაც დიდმასშტაბიანი ომი თითქმის გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ 1889 წლის 16 მარტს ძლიერი შტორმით საზღვაო ფლოტმა განიცადა საკმაოდ სერიოზული ზარალი, რამაც გამოიწვია სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტა[12]. ბერლინის შეთანხმების საფუძველზე არქიპელაგზე დამყარდა ამ სამი ქვეყნის პროტექტორატი.

მაგრამ უკვე 1899 წელს სამოას არქიპელაგი გაიყო ორ ნაწილად (გაყოფის ხაზმა გაიარა 171° დ. გ.-ზე): აღმოსავლეთის ჯგუფი, დღეისათვის ცნობილი სახელწოდებით „ამერიკის სამოა“, გახდა აშშ-ის ტერიტორია (1900 წელს — ტუტუილას კუნძულები, 1905 წელს — მანუას კუნძულები)[13]; დასავლეთის კუნძულებმა მიიღეს სახელწოდება „გერმანიის სამოა“, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადა სამოაზე პრეტენზიაზე ფიჯის და ზოგიერთი სხვა მელანეზიური ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ[14].

პირველი გერმანელი გუბერნატორი დაინიშნა ვილგელმ ზოლფი, რომელიც მომავალში გახდა გერმანიის იმპერიის კოლონიების მდივანი. გერმანიის მმართველობის წლებში ქვეყანაში მუდმივად მიმდინარეობდა გამოსვლები კოლონიალური რეჟიმის წინააღმდეგ. ყველაზე დიდი აჯანყება, რომელიც მკაცრად იქნა ჩახშობილი გერმანიის ჯარის მიერ, მოხდა 1908 წელს.

1914 წლის 29 აგვისტოს ახალზელანდიური სამხედრო რაზმი 1374 ადამიანის შემადგენლობით გერმანული რადიოსადგურის დაპყრობის მიზნით გადაჯდა კუნძულ უპოლუზე. გერმანელების არანაირი წინააღმდეგობის შემდეგ, ახალზელანდიელები საკმაოდ მალე დაეუფლნენ კუნძულებს[15].

პირველი მსოფლიო ომის ბოლოდან 1962 წლამდე სამოა იმყოფებოდა ახალი ზელანდიის მმართველობის ქვეშ, პირველად ერთა ლიგის მანდატით, ხოლო მოგვიანებით — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით[16]. სამოას მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი დაიხოცა სურდოს ეპიდემიის შედეგად 1918—1919 წლებში, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ახალზელანდიურმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო უზრუნველყო კარანტინი[17].

1920-იანი წლების დასაწყისში დასავლეთ სამოას მოსახლეობამ დააარსა პატრიოტული ორგანიზაცია „მაუ“ („აზრი“) ლოზუნგით „სამოა სამოელებისათვის“, რომელიც წარმოადგენდა არაძალადობრივ სახალხო მოძრაობას ახალზელანდიური ადმინისტრაციის სამოელ ხალხთან ცუდი მოპყრობის წინააღმდეგ. „მაუს“ ხელმძღვანელობდა ოლაფ ფრედერიკ ნელსონი, ნახევრად სამოელი, ნახევრად შვედი. პროტესტის განხორციელებულ ფორმებს შორის იყო გადასახადების არგადახდა, პლანტაციებში სამუშაოების შეწყვეტა, კოლონიალური სასამართლოსადმი არდამორჩილება, საკუთარი მმართველობის ორგანოების შექმნა[18]. ნელსონი ქვეყნიდან გააძევეს 1930-იანი წლების დასაწყისის პერიოდში, მაგრამ ორგანიზაციას დახმარებას უწევდა ფინანსურად და პოლიტიკურად.

1929 წლის 28 დეკემბერს მოძრაობის ახლად არჩეულმა ლიდერმა ტუპუა ტამასესე ლეალოფიმ გამოიყვანა „მაუ“ მშვიდობიან დემონსტრაციაზე აპიაში[19]. ახალი ზელანდიის პოლიცია შეეცადა დაეპატიმრებინა დემონსტრაციის ერთ-ერთი ლიდერი, რამაც გამოიწვია შეტაკებები. პოლიციელებმა დაიწყეს უმისამართო სროლა დემონსტრანტებისკენ ტყვიამფრქვევიდან „ლუისი“[20]. მოძრაობის ლიდერი ტომასესე, რომელიც ცდილობდა დემონსტრატებში შეეტანა სიმშვიდე და წესრიგი, მოკლული იქნა. იმავე დღეს კიდევ 10 დემონსტრანტი იქნა მოკლული, ხოლო 50-მა პოლიციის მოქმედების შედეგად მიიღეს დაზიანება და ჭრილობები[21]. ეს დღე სამოაში ცნობილია, როგორც „შავი შაბათი“. მიუხედავად მუდმივი რეპრესიებისა, „მაუ“ იზრდებოდა და რჩებოდა არაძალადობრივ მოძრაობად.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთი სამოა სამანდატო ტერიტორიიდან გახდა ახალი ზელანდიის სამეურვეო ტერიტორია, რომელმაც დაიწყო პოლიტიკური რეფორმების გატარება, მათ შორის ტერიტორიებისთვის შეზღუდული თვითმმართველობის მიცემა. 1961 წელს გაიმართა რეფერენდუმი, რომლის დროსაც დასავლეთ სამოას მოსახლეობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის მიღებას. ახალ ზელანდიასთან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ახალმა ზელანდიამ თავის თავზე აიღო დასავლეთ სამოას თავდაცვა, ასევე მისი წარმომადგენლობა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. 1962 წლის 1 იანვარს დასავლეთ სამოა გახდა პირველი წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელმაც მიიღო დამოუკიდებლობა[22].

1997 წლის ივლისში ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლითაც ქვეყანას დაერქვა ახალი სახელი — „სამოა“[23], რომლითაც ის შევიდა გაეროში 1976 წელს. ამერიკის სამოას ადმინისტრაციამ განაცხადა პროტესტი სახელის გადარქმევაზე და ამტკიცებდა, რომ ამითი საეჭვო ხდება თვითონ ამერიკის სამოას ეროვნული იდენტურობა. ამერიკის სამოაზე დღემდე სამოასთან და მის მოსახლეობასთან მიმართებაში იხმარება გამოთქმა „დასავლეთ სამოა“, „დასავლეთ სამოელი“.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სამოას მოსახლეობა ეკუთვნის ერთ ერს და აქვთ ერთი ენა, მათ შორის არსებობს კულტურული სხვადასხვაობა. აღმოსავლეთ სამოელები, როგორც წესი მიემგზავრებიან ჰავაიზე და აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში, ხოლო თვითონ მაცხოვრებლები ითვისებენ სპეციფიკურ ამერიკულ გართობებს, როგორებიცაა ამერიკული ფეხბურთი და ბეისბოლი. დასავლეთ სამოელები კი ორიენტირებულები არიან ახალ ზელანდიაზე, რომლის გავლენა შეიძლება შეფასდეს რაგბის და კრიკეტის დიდი პოპულარობით.

2011 წლის 17 დეკემბერს სამოა შევიდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

2011 წლის 31 დეკემბერს სამოამ შეცვალა დროის სარტყელი UTC-10-დან UTC 14-ზე. ტექნიკურად ეს შესრულდა 30 დეკემბრის გაუქმების ხარჯზე. შედეგად სამოა მოექცა თარიღის შეცვლის ხაზიდან დასავლეთით. ეს გაკეთდა ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან ეკონომიკური ურთიერთმოქმედების გამარტივებისათვის.

პოლიტიკური მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წლის კონსტიტუციამ, რომელიც ძალაში შევიდა დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ქვეყანაში დაამკვიდრა მონარქიული ფორმის მმართველობა, რომელიც დაფუძნებულია ვესტმინსტერული სისტემაზე, ადგილობრივი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით.

საკანონმდებლო ხელისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი — ეროვნული საკანონმდებლო კრება (Fono Aoao Faitulafono)[24]. მის შემადგენლობაში შედის თითო წარმომადგენელი 41 ტერიტორიული საარჩევნო ოლქიდან, 6 დამატებითი წევრი, ასევე ხალხის მიერ არჩეული 2 დეპუტატი, ჩართული არასამოელი წარმოშობის მოქალაქეების სპეციალურ საარჩევნო სიებში[25]. ასამბლეაში არჩევის უფლება აქვთ მხოლოდ სამოას მოქალაქეებს[26]. დეპუტატები ირჩევა საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე. დეპუტატების უფლებამოსილების ვადაა — 5 წელი[27].

არჩევნების შემდეგ პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრები თავისივე შემადგენლობიდან ირჩევენ სპიკერს[28].

სამოას სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტის მუშაობის ნებისმიერ მომენტში შეუძლია დანიშნოს შესვენება[29], ასევე დაითხოვოს იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ[30].

სამოას პარლამენტი უფლებამოსილია კანონპროექტების მიღების დახმარებით გამოსცეს კანონები[31]. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგ ის ეგზავნება განსახილველად სახელმწიფოს მეთაურს, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს მას ან უარყოს კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით[32].

აღმასრულებელი ხელისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოას აღმასრულებელი ხელისუფლება თავმოყრილია სახელმწიფოს მეთაურის ხელში[33].

სახელმწიფოს მეთაურის ტიტულს სამოას ენაზე ჰქვია ო ლე აო ო ლე მალო (სამოური ენა — O le Ao o le Malö), რაც ითარგმნება როგორც „მთავრობის ბელადი“: აო — ბელადთა ტიტული, მალო ნიშნავს „მთავრობას“.

1962 წელს, როდესაც სამოამ მიიღო დამოუკიდებლობა, ორ უზენაეს ბელადს, ოლე აო ოლე მალო მალიეტოა ტანუმაფილი II სუსუგას და ტუპუა ტამასესე მეაოლეს, სიცოცხლის ბოლომდე მიანიჭეს უფლება დაეკავებინათ სახელმწიფო მეთაურის პოსტი[34]. ტუპუა ტამასესე მეაოლე გარდაიცვალა 1963 წელს, ოლე აო ოლე მალო მალიეტოა ტანუმაფილი II სუსუგა კი 2007 წლის 11 მაისს 95 წლის ასაკში. იმ მომენტში ის იყო ყველაზე მოხუცი მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ცოცხალ მონარქებს შორის[35][36]. მისი შთამომავალი ტუიატუა ტუპუა ტამასესე ეფი (ტუპუა ტამასესე მეაოლეს უფროსი შვილი) კონსტიტუციის თანახმად პარლამენტმა 2007 წლის 17 ივნისს აირჩია სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ხუთი წლის ვადით[37].

კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფოს მეთაური (პირველი ორი ო ლე აო ო ლე მალოს გამოკლებით) ირჩევა საკანონმდებლო კრების მიერ[38] თავისი შემადგენლობიდან[39] 5 წლის ვადით[40] და შესაძლებელია გადარჩეული იყოს განუსაზღვრელი რაოდენობით[41]. სახელმწიფოს მეთაურს ძირითადად აქვს წარმომადგენლობითი ფუნქციები, მაგრამ აქვს ვეტოს უფლება პარლამენტის გადაწყვეტილებებზე[42]. ფაქტობრივად ამ პოსტზე პრეტენზიას აცხადებენ მხოლოდ მალიეტოას და ტუპუას ოჯახის წევრები.

მინისტრთა კაბინეტი დაკავებულია საერთო ხელმძღვანელობით და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლით, ასევე იღებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე. მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ნიშნავს სახელმწიფოს მეთაური პარლამენტის რეკომენდაციით. სახელმწიფოს მეთაური ასევე პრემიერ-მინისტრის რჩევით საკანონმდებლო კრების დეპუტატების რაოდენობიდან ნიშნავს ქვეყნის რვაზე არანაკლებ და თორმეტზე არაუმეტეს მინისტრს[43].

სასამართლო ხელისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოას სასამართლო ორგანოების სისტემა მოიცავს სააპელაციო სასამართლოს, უზენაეს სასამართლოს, მაგისტრატურ სასამართლოებს, სოფლის ფონოს (ინგლ. Village Fono) და მიწის სასამართლოს (ინგლ. Land and Titles Court).

სამოას უზენაესი სასამართლო — პირველი ინსტანციის სასამართლოა, რომელიც იხილავს სისხლის სამართალის და სამოქალაქო სამართალის საქმეებს. ის შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისაგან და რამდენიმე მოსამართლისაგან[44]. თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით[45]. უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც აქვთ სამოას ტერიტორიაზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება ბარისტერის რანგში ან სამოას სახელმწიფოს კანონით გათვალისწინებული სხვა გამოცდილება არა ნაკლებ 8 წლის განმავლობაში[46]. მათ ნიშნავს სახელმწიფოს მეთაური სამართალწარმოების კომისიის რეკომენდაციით (ინგლ. Judicial Service Commission)[46].

უზენაესი სასამართლო ასევე განიხილავს აპელაციებს თანხმობის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელთა თანხა შეადგენს $40-ზე მეტს.[47]

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მისი სხვა მოსამართლეები შეადგენენ სააპელაციო სასამართლოს[48], რომელიც იხილავს აპელაციებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანხა შეადგენს $400-ზე მეტს[47].

კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს მაგისტრატური სასამართლოს, ანუ ფაამასინო ფესოასოანის შექმნას, რომელიც განიხილავს სამოქალაქო სარჩელებს, რომელთა თანხა არ აჭარბებს $40-ს (ზოგიერთ შემთხვევაში — $200-მდე), ასევე სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ზარალის თანხა არ აჭარბებს $40-ს (ზოგიერთ შემთხვევაში — $200-მდე).[47].

თანხმობის სასამართლო მოქმედებს „1969 წლის თანხმობის სასამართლოს შესახებ აქტის“ თანახმად. ის იხილავს სამოქალაქო სარჩელებს, რომელთა თანხა არ აჭარბებს $1000-ს, ასევე სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ზარალის თანხა არ აჭარბებს $1000-ს.[47].

ქვეყანა იყოფა 41 საარჩევნო ოლქად, რომლებსაც ჰქვიათ ფაიპულე (სამოას ენა — faipule). ისინი არ ასრულებენ რაიმე ადმინისტრაციულ ფუნქციებს. საარჩევნო უფლებები აქვთ სამოას ყველა 21 წელს მიღწეულ მოქალაქეს.

ადრე მხოლოდ მატაიებს (ბელადები) ჰქონდათ საარჩევნო ხმის უფლება. აქტიური საარჩევნო უფლება შემოიღეს 1991 წელს[49], მაგრამ დღემდე მხოლოდ მატაიებს შეუძლიათ კენჭი იყარონ პარლამენტში. ქვეყანაში 25 000 მატაიზე მეტია, მათ შორის დაახლოებით 5 % — ქალებია[50].

ადგილობრივი თვითმმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივ დონეზე სოფლებს და ოლქებს მართავენ მატაიები. სოფლის მოსახლეობა შედგება რამდენიმე აინგისაგან (თემი). ყველაზე წარმოჩენილი აინგის მეთაურია მთელი სოფლის მატაი. ის სხდომებს ატარებს სოფლის საბჭოში (ფონო) დანარჩენი თემების მეთაურებთან ერთად. ათი — თორმეტი სოფელი შეადგენს ოლქს. ყველაზე გავლენიანი სოფლის სასტუმრო სახლში იკრიბება საოლქო ფონო, რომელშიც მონაწილეობენ ყველა სოფლის მეთაურები.

ოლქს (იტუმალო) მართავს საოლქო ბელადი, ამასთან თითოეულ იტუმალოში ის ატარებს საკუთარ ტიტულს, მაგალითად:

პოლიტიკური პარტიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური პარტიებია სამოას დემოკრატიული გაერთიანებული პარტია (ადრე — სამოას განვითარების ეროვნული პარტია — SNDP) და ადამიანის უფლებების დაცვის პარტია (HRPP). ასევე მოღვაწეობენ სამოას პარტია, სამოას პროგრესული პოლიტიკური პარტია და სამოას ქრისტიან-დემოკრატიული პარტია.

1991 წელს ფონოში HRPP-მა დაიკავა 39 ადგილი 40-დან, 1996 წლის აპრილის არჩევნებში — 34 ადგილი 49-დან. 2001 წლის მარტის არჩევნებზე HRPP-მა დაიკავა პირველი ადგილი, ფონოში 24 ადგილი, მაგრამ ვერ მიიღო საპარლამენტო უმრავლესობა (SNDP მიიღო 13 ადგილი, გაერთიანებულმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა — 11). 2006 წლის მარტის არჩევნებში HRPR მიიღო 33 ადგილი, სამოას დემოკრატიულმა გაერთიანებულმა პარტიამ — 10 ადგილი, გაერთიანებულმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა — 6 ადგილი[51].

საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოა ერთა თანამეგობრობის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მისი სპეციალიზებული სააგენტოების, აზიის განვითარების ბანკის, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია.

შეიარაღებული ძალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოას არ ჰყავს ფორმალური თავდაცვის სტრუქტურები ან რეგულარული შეიარაღებული ძალები. არაოფიციალური სამხედრო კავშირი არსებობს ახალ ზელანდიასთან, რომელიც 1962 წლის მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად ვალდებულებას იღებს გამოეხმაუროს სამოას ნებისმიერ თხოვნას დახმარებაზე.

ადმინისტრაციული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამოას ოლქები

სამოას ტერიტორია იყოფა 11 იტუმალოდ (ოლქად), რომლებიც ჩამოყალიბდნენ ჯერ კიდევ კუნძულებზე ევროპელების გამოჩენამდე. თითოეულ ოლქს აქვს თავისი კონსტიტუციური მოწყობა (ფაავაე), დამყარებული თითოეული ოლქის ფაალუპეგეში (ტრადიციული მისალმება) ტრადიციული რიგის უფროსობის ტიტულებზე.

სოფელი, რომელიც ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია, უძღვება ოლქის საქმიანობას, თავისი გადაწყვეტილებების კოორდინაციას ახდენს სხვა ოლქების ადმინისტრაციულ ცენტრებთან. მაგალითად, აანას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ლეულუმოეგა. აანას უზენაესი ბელადი ფლობს ტუიაანას ტიტულს. ბელადთა საბჭო, რომელიც ანიჭებს ამ ტიტულს, — ფალეივა (ცხრათა სახლი) — სხდომებს ატარებს ლეულუმოეგაში. ამის ანალოგიურად მიმდინარეობს საქმიანობა დანარჩენ ოლქებში. მაგალითად, ტუამასაგას ოლქში უზენაესი ბელადის ტიტული ჰქვია მალიეტოას და ენიჭება ბელადთა საბჭოს ფალე ტუამასაგას მიერ, რომელიც სხდომებს ატარებს აფეგაში.

ოლქი ადმინისტრაციული ცენტრი ოლქის ფართობი,
კმ²
ოლქის მოსახლეობა,[52]
ად. (2011)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კუნძული უპოლუ
1 ტუამასაგა აფეგა 479 89 582 187,02
2 აანა ლეულუმოეგა 193 21 769 112,79
3 აიგა-ი-ლე-ტაი¹ მულიფანუა 27 5050 187,04
4 ატუა² ლუფილუფი 413 21 928 53,09
5 ვაა-ო-ფონოტი სამამეა 38 1543 40,61
კუნძული სავაი
6 ფაასალელეაგა საფოტულაფაი 266 13 736 51,64
7 გაგაემაუგა³ სალეაულა 223 7757 34,78
8 გაგაიფომაუგა აოპა 365 5035 13,79
9 ვაისიგანო ასაუ 178 6759 37,97
10 სატუპაიტეა გაუტავაი 127 5304 41,76
11 პალაული ვაილოა ი პალაული 523 9357 17,89
სულ 2832 187 820 66,32

¹ მანონოს, აპოლიმას და ნუულოპას კუნძულების ჩათვლით
² ალეიპატას კუნძულების და ნუუსაფეეს კუნძულის ჩათვლით
³ ოლქის ნაწილი მდებარეობს უპოლუს კუნძულზე (სოფლების სალამუმუ-უტუს და ლეაუვაას ჩათვლით)

1986 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყანაში ცხოვრობდა 157 ათასი ადამიანი. 2004 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 177,7 ათასამდე. 2007 წლის ივლისის შეფასებით, სამოას მოსახლეობა შეადგენდა 214 265 ადამიანს. 2011 წლის აღწერით სამოას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 187 820 ადამიანს[52][53][54] (96 990 მამაკაცები და 90 830 ქალები), რომელთაგან 96 % შეადგენდა სამოელებს, 2 % — ევროპელთა და პოლინეზიელების ქორწინების შთამომავლები, 1,3 % — ევროპელები და 0,6 % — სხვები. 36 735 ადამიანი ცხოვრობს ქალაქში და 151 085 სოფელში. ქვეყნის მოსახლეობის 75 %-ზე მეტი ცხოვრობს კუნძულ უპოლუზე, თუმცა ეს კუნძული 1,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე კუნძული სავაი, სადაც ცხოვრობს სამოელთა 24 %[53]. მანონოს და აპოლიმას კუნძულების წილი მოსახლეობის დაახლოებით 1 %-ია. დანარჩენი მომცრო კუნძულები დაუსახლებელია. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავმოყრილია სანაპიროზე; ორივე დიდი კუნძულის შიდა რაიონები დასახლებულია საკმაოდ მეჩხერად. ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია უპოლუს ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო და დედაქალაქ აპიას რაიონი.

მოსახლეობის 38,3 % მიეკუთვნება 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, 56,8 % — ჯგუფს 15-დან 65 წლამდე და 4,9 % — 65 წელზე უფროსებს. შობადობა შეფასებულია — 30,4 ადამიანი 1000 მოსახლეზე, სიკვდილიანობა — 4,7 ადამიანი 1000 მოსახლეზე, ემიგრაცია — 11,59 ადამიანი 1000 მოსახლეზე. ახალშობილთა სიკვდილიანობა შეადგენს 15,6 ჩვილს 1000 ახალშობილზე[53]. უკანასკნელ ათ წელში შენარჩუნებულია სამოას მოსახლეობის რაოდენობის კლების ტენდენცია (ეს აიხსნება იმით, რომ ახალგაზრდობა სამუშაოს საძებნელად მიდის უცხოეთში, ძირითადად ახალ ზელანდიაში).

სამოადან მასობრივი ემიგრაცია აიხსნება ადგილობრივი ეკონომიკის ჩამორჩენილობით. ახალგაზრდობა ტოვებს ქვეყანას სამუშაოს საძებნელად ან უფრო მაღალი ანაზღაურებადი სამუშაოებისთვის, ასევე ტრადიციული წესების უკმაყოფილების გამო, რომლებიც, მათი აზრით, არ შეესაბამება თანამედროვესამყაროს რეალობებს. მიგრაციის ძირითადი ნაკადი მიემართება ახალი ზელანდიისაკენ. ემიგრანტების ნაწილი, რომლებმაც დააგროვეს ფული ან დაამთავრეს სწავლა, ბრუნდებიან სამშობლოში, სხვები კი ოჯახთან ერთად სამუდამოდ ტოვებენ სამოას.

სამოელთა 92 % ქრისტიანია. კონგრეგაციონალისტების წილი — 31,8 %-ია, კათოლიკების — 19,4 %, მეთოდისტების — 13,7 %, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრების — 15,1 %, ღმერთის ასამბლეის მიმდევრების — 8,0 %, მეშვიდე დღის ადვენტისტების — 3,9 %, სხვა რელიგიების — 7,9 %, საკუთარი რელიგია არ გამოხატა — 0,2 %-მა.[53]

სახელმწიფოს მეთაური 2007 წლამდე მალიეტოა ტანუმაფილი II იყო რელიგია ბაჰაიზმის მიმდევარი. სამოაში მდებარეობს ბაჰაიზმის მიმდევართა შვიდიდან ერთი სახლი, რომელიც დაარსებულია 1984 წელს. ის მდებარეობს ტიაპაპატეში, აპიადან 8 კმ-ში.

ოფიციალური ენებია — სამოური და ინგლისური. სამოური ენა ეკუთვნის პოლინეზიურ ენებს, რომელიც შედის ოკეანური ენების ზონის ავსტრონეზიული ენების ოჯახში.

სამოური დამწერლობა აგებულია ლათინური გრაფიკის საფუძველზე. იგი შექმნეს მისიონერებმა ჯერ კიდევ 1834 წელს. სამოურ ენაზე უპირველეს ყოვლისა გამოიცემა სასწავლო სახელმძღვანელოები, რელიგიური ლიტერატურა, ასევე კანონები და მთავრობის განკარგულებები. ქვეყანაში გამოიცემა სამთავრობო საინფორმაციო ბიულეტენი სამოურ ენაზე, გამოდის ორი კერძო ყოველკვირეული გაზეთი სტატიებით ინგლისურ და სამოურ ენებზე. ორივე ამ ენას იყენებს თავის გადაცემებში ადგილობრივი რადიო და ტელევიზია.

სამოას ერთადერთი ქალაქი და ძირითადი პორტია — დედაქალაქი აპია, რომელიც მდებარეობს კუნძულ უპოლუს ჩრდილოეთ სანაპიროზე. მისი მოსახლეობაა — 33 ათასი მაცხოვრებელი. ქალაქს აქვს გადაგრეხილი ნალის ფორმა უბის სანაპიროზე, რომელიც გამოყოფილია ღია ზღვისგან მარჯნის რიფების გასასვლელით. ამ გასასვლელით უბეში შედიან საოკეანო გემები. აპიაში არსებობს საავადმყოფო, ბიბლიოთეკა, ობსერვატორია, კინოთეატრი, სამი სასტუმრო, რამდენიმე მცირე საწარმო; აქ მდებარეობენ სამთავრობო დაწესებულებები, ასევე სამოაში მოქმედი უცხოური კომპანიების ოფისები. აპიას ცენტრი აშენებულია ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლებით, რომლებზეც უფრო მაღალია მრავალი ეკლესიის სამრეკლოები. ქალაქის გარეუბნებთან სიახლოვეს აშენებული ევროპული არქიტექტურის ნაგებობები ენაცვლება ტრადიციულ და ნახევრადტრადიციულ ნაგებობებს. ქალაქი მდებარეობს 4500 კმ-ის მანძილზე ჩრდილო-აღმოსავლეთით კანბერიდან (ავსტრალია), 4235 კმ-ით — სამხრეთ-დასავლეთით ჰავაიდან და 2500 კმ-ით — ჩრდილო-აღმოსავლეთით ოკლენდიდან (ახალი ზელანდია).

უპირატესობა: მსუბუქი მრეწველობის ზრდა იზიდავს უცხოურ ფირმებს, ძირითადად იაპონურებს. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის შედეგად ტურიზმის დაჩქარებული ზრდა და ოფშორების მოქმედების დაწყება მომსახურების სფეროში. სოფლის მეურნეობა ტროპიკულ პირობებში შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ექსპორტი სასოფლო სამეურნეო პროდუქტებისა, ძირითადად ტარო, ქოქოსის ზეთი და რძე, კაკაო და კოპრა.

ნაკლოვანი მხარეები: ციკლონები ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. კოპრის და კაკაოს არასტაბილური საერთაშორისო ბაზრები. ცუდი სატრანსპორტო სისტემა. უცხოურ დახმარებებზე და მოქალაქეთა უცხოეთიდან ფინანსურ გზავნილებზე დამოკიდებულება.

სამოას ეკონომიკა ტრადიციულად დამოკიდებულია ჰუმანიტარულ დახმარებაზე, მოქალაქეთა უცხოეთიდან ფინანსურ გზავნილებზე და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე. სოფლის მეურნეობაში დაკავებულია ქვეყნის მუშა ძალის ორი მესამედი, დარგი აწარმოებს ქვეყნის ექსპორტის 90 %-ს, ქოქოსის კრემის, ქოქოსის ზეთის, ციტრუსის ფოთლებიანი მორინდის (ლათ. Morinda citrifolia), ბანანის, კოპრის და სხვა პროდუქტების ჩათვლით[55]

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) 2006 წელს შეადგენდა $1,218 მილიარდ აშშ-ის დოლარს. 2004 წლის მონაცემებით მშპ-ს მთავარი კომპონენტია — საწარმოო სექტორი (58,4 %), შემდეგ მოდის მომსახურების სექტორი (30,2 %), სოფლის მეურნეობა (11,4 %). სამოას შრომისუნარიანი მოსახლეობა შეფასებულია, როგორც 90 000 ადამიანი.

მრეწველობა და ენერგეტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ ააშენა სატყეო სამრეწველო კომპლექსი კუნძულ სავაიზე და დაიწყო მერქნის ძვირფასი ჯიშების დამზადება. მაგრამ მისმა მტაცებლურმა მოქმედებამ გამოიწვია სამოას ხელისუფლების უკმაყოფილება. 1977 წელს მან გაწყვიტა შეთანხმება ამ კომპანიასთან, შეიძინა კომპანიის მთელი საკუთრება და მერქნის დამზადება აიყვანა საკუთარი კონტროლის ქვეშ. დამზადებული მერქნის დიდი ნაწილი მიდის ექსპორტზე.

სატყეო სამრეწველო კომპლექსთან ერთად ქვეყნის წარმოება შედგება რამდენიმე მცირე საწარმოსაგან. ესენია: საპნის დამამზადებელი და ლუდსახარში ქარხნები, საქსოვი ფაბრიკა, ავეჯის, ქოქოსის ზეთის, ნაყინის და კოკა-კოლის დამამზადებელი ფაბრიკები. ხელისუფლება ხელს უწყობს ხალხური მხატვრული ხელოვნების განვითარებას. სახალხო ოსტატების ნაკეთობათა ექსპორტს უძღვება სპეციალური სამთავრობო ორგანიზაცია.

აუცილებელი ელექტროენერგიის 35 % გამომუშავდება ჰიდროელექტროსადგურებით; ელექტროენერგიის დანარჩენი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია იმპორტირებული ორგანული საწვავის ხარჯზე[56].

ტურიზმი — განვითარებადი სექტორია, რომელიც დღეისათვის შეადგენს მშპ-ს 25 %-ს[57]. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა 70 000-დან 1996 წელს 100 000 ადამიანამდე 2005 წელს[58]. სამოას ხელისუფლებამ გამოაცხადა სახელმწიფოს როლის შემცირების შესახებ ფინანსური სექტორის რეგულირებაზე და ინვესტიციების წახალისებაზე. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ შრომის ბაზრის მოქნილობა — ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობების საფუძველია. ტურისტული სექტორის განვითარებას საკმაოდ ხელს უწყობს ინვესტიციების ჩადება სასტუმროების ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, პოლიტიკური არასტაბილურობა მეზობელ ქვეყნებში და ხელისუფლების შეთანხმება კომპანიასთან Virgin Airlines რეგულარული სამგზავრო ავიაფრენების დაწყებაში.

ძირითადი ობიექტები, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები:

  • აპია — დედაქალაქ აპიას ღირსშესანიშნაობებს შორის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებისათვის მიძღვნილი მემორიალური კოშკი, ძველი ნივთების ბაზარი და ბევრი ეკლესია;
  • რობერტ ლუის სტივენსონის მუზეუმი — მწერალის სახლი, რომელიც მდებარეობს აპიადან 4 კმ-ში;
  • კუნძულ უპოლუს სამხრეთი ნაპირი — სამოას პლაჟები: მატარევა, სალამუმა და აგანოა, ალეიპატას მარჯნის რიფები;
  • პაპასეას კლდე — ჩანჩქერიდან ხუთკილომეტრიანი დაღმართი მცირე ტყიან ტბაში;
  • კუნძული სავაი — ტაფუას და ფალეალუპოს ნაკრძალები, ოლემოეს ჩანჩქერი, ტაგას გეიზერები.

სამოა აგრარული ქვეყანაა და მისი მოსახლეობის 80,44 %[53] ცხოვრობს სოფელში. კარგი კლიმატური პირობები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით ტროპიკული და სუბტროპიკული მოსავლის მოყვანას. გერმანელების კოლონიზაციის პერიოდში ქვეყანა ძირითადად აწარმოებდა კოპრას. გერმანელი ვაჭრები და დასახლებულები აქტიურად ანვითარებდნენ პლანტაციებს და ნერგავდნენ ახალ კულტურებს, კერძოდ კაკაოს და კაუჩუკს, მათ მოსაყვანად ჩინეთიდან და მელანეზიიდან ჩამოყავდათ მუშები. როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას ფასებმა ნატურალურ კაუჩუკზე მყისიერად დაიკლო, ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ დაიწყო ბანანის მოყვანის წახალისება საკუთარი ბაზრის დასაკმაყოფილებლად.

დღეს სამოას ძირითადი საქონელია — კოპრა, კაკაო და ბანანი. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი 2001 წელს შეფასებული იყო 5,1 მილიონ აშშ დოლარად[59]. წარმოებული კაკაო — უმაღლესი ხარისხისაა, გამოიყენება ახალზელანდიური შოკოლადის დასამზადებლად. მიუხედავად ყავის მოყვანის საუკეთესო პირობებისა, მისი სტაბილური წარმოება ვერ ხერხდება. ქვეყანაში კაუჩუკი იწარმოება დიდი ხანია, მაგრამ მისი ექსპორტი მცირე გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

სამოას ასევე აქვს თევზეულის დიდი სიმდიდრე. მაგრამ თევზჭერას უპირატესად აქვს სამომხმარებლო ხასიათი და მიმდინარეობს, როგორც წესი, ტრადიციული ორკორპუსიანი ნავებით — კატამარანებით. საზღვაო თევზსაჭერი გემების, თანამედროვე გასაყინი მოწყობილობების და თევზის საკონსერვო საწარმოების არქონის გამო ქვეყანას არა მარტო არ შეუძლია თევზის ექსპორტირება, არამედ იძულებულია შემოიტანოს თევზის პროდუქტი უცხოეთიდან. ამიტომ ხელისუფლება ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანად თვლის საკუთარი თევზსაჭერი ინდუსტრიის შექმნას[60].

ტრანსპორტი და კომუნიკაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში 2100 კმ ავტოგზებია, ძირითადად სასოფლო. მოქმედებს საბორნე კავშირი უპოლუსა და სავაის კუნძულებს შორის, ასევე პაგო-პაგოსთან (ამერიკის სამოა). ფალეოლოში (34 კმ აპიადან) არსებულ საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია მიიღოს თვითმფრინავები, მძიმე Boeing 747-ის ჩათვლით. მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფა — 130 ცალი ათას მოსახლეზე (2003—2004 წლებში).[61]

სამოას ეროვნული ვალუტაა ტალა, რომელიც შედგება 100 სენესაგან („ტალა“ და „სენე“ — ეკვივალენტურია სიტყვებისა „დოლარი“ და „ცენტი“). ტალა მიმოქცევაში შემოღებული იქნა 1967 წელს და შეცვალა სამოური ფუნტი კურსით 2 ტალა = 1 ფუნტი (გათანაბრებულია ახალზელანდიურ დოლართან). ტალას კურსი რჩებოდა ტოლი ახალზელანდიურ დოლართან 1975 წლამდე. ვალუტის გამოსახატავად გამოიყენება სიმბოლო WS$, ასევე გამოიყენება სხვა სიმბოლოები: SAT, ST და T.

საგარეო ეკონომიკური კავშირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპორტის ძირითადი ტრადიციული დარგებია თევზი, ტანსაცმელი, ქოქოსის ზეთი, ქოქოსის კრემი, ლუდი და კოპრა. იმპორტის ძირითადი დარგებია — ველოსიპედი, მოწყობილობები, სამშენებლო მასალები და სამომხმარებლო საგნები. ძირითადი პარტნიორებია — ექსპორტი: ავსტრალია (63 %), აშშ, იმპორტი: ახალი ზელანდია, ფიჯი, ავსტრალია, აშშ და იაპონია.[62]

შედის საერთაშორისო ორგანიზაციაში — აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები.

2002—2004 წლებში განათლებაზე დანახარჯებმა შეადგინა მშპ-ს 4,3 %. სამოასთვის დამახასიათებელია მოსახლეობის მაღალი განათლება — 98,6 % (2005 წელი). 15-დან 24 წლამდე ასაკის გაუნათლებელი მოსახლეობის წილი შეადგენს — 0,5 %-ს[63]. ეს აიხსნება იმით, რომ ქვეყანაში მოქმედებს დაწყებითი სახელმწიფო და კერძო საეკლესიო სკოლების ფართე ქსელი, რომლებშიც სწავლობენ 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების 3/4. სავალდებულო განათლებაში შედის ათწლიანი სკოლები, რომლებშიც იღებენ ბავშვებს ხუთი წლიდან. სწავლა მიმდინარეობს სამოურ ენაზე, მაგრამ ამასთან გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა. სკოლები ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა მისიონერების მიერ.

ბავშვთა ნაწილი (66 % — 2004 წელს) სწავლობს მეორე საფეხურის სკოლებში, ასევე მათ შეუძლიათ მიიღონ სპეციალური განათლება ტროპიკული სოფლის მეურნეობის კოლეჯში, ვაჭრობის კოლეჯში, ასევე რამდენიმე სახელოსნო და სავაჭრო სასწავლებლებში. ასობით სამოელმა მიიღო უმაღლესი განათლება უცხოეთში, ძირითადად ახალ ზელანდიაში.

ქვეყანაში უმაღლესი განათლება წარმოდგენილია სამოას ეროვნული უნივერსიტეტით, სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტით, სამოას პოლიტექნიკური უნივერსიტეტით და ოკეანეთის სამედიცინო უნივერსიტეტით[64].

სამოა სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია, რომლის მთავარი კორპუსი მდებარეობს სუვაში (ფიჯი), ხოლო სამოურის — ალაფუაში. ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდა 1984 წელს. უმაღლეს განათლებას იღებს შესაბამისი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 10 % (2005).

ჯანდაცვის ინსტიტუტები წარმოადგენენ აპიაში ეროვნულ ჰოსპიტალს, ოთხ საოლქო ჰოსპიტალს და სამედიცინო ცენტრებს. სამედიცინო პერსონალის დიდ ნაწილს აქვს ფიჯის სამედიცინო სკოლებში მიღებული უმაღლესი განათლება[63]. ვაქცინაციით მოცულია მოსახლეობის 95 %, სუფთა სასმელი წყალი მიეწოდება სამოელთა 85 %-ს.

სამოელთა ცხოვრების წესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოელთა ტრადიციული ცხოვრების წესი (რომელსაც ჰქვია ფაა სამოა) რჩება სამოელთა ცხოვრების და პოლიტიკის მთავარ შემადგენელ ნაწილად. ასწლეულების განმავლობაში ევროპული გავლენის ზემოქმედების მიუხედავად, სამოელებმა მაინც შეინარჩუნეს საკუთარი ისტორიული ტრადიციები, სოციალური და პოლიტიკური წყობა და ენა.

სამოური კულტურა დაფუძნებულია ვალეალოაის პრინციპზე — ადამიანთა შორის ურთიერთობის სპეციფიკური სისტემა. ეს ურთიერთობები დაფუძნებულია (ფააალოალოს) პატივისცემაზე. როდესაც მისიონერებმა სამოაზე შემოიტანეს ქრისტიანობა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო იგი. დღეისათვის მოსახლეობის 98 % საკუთარ თავს ქრისტიანებად თვლის. დანარჩენი 2 % საკუთარ თავს ან ათეისტებად, ან სხვა რელიგიის მიმდევრებად თვლიან.

სამოელების დიდი ნაწილი ცხოვრობს ტრადიციულ ოვალურ ქოხებში (ფალე). სახურავი, გადახურული პანდანუსის ან ქოქოსის პალმის ფოთლებით განლაგებულია ხის ბოძებზე. კედლები არ არსებობს, მაგრამ ღამით და ცუდი ამინდის დროს ბოძებს შორის სივრცეში კიდებენ ხალიჩებს, რომლებსაც დახვეული სახით ინახავენ სახურავზე. იატაკი მოსწორებულია თანაბრად მსხვილი კენჭებით. დღეისათვის გვხვდება ფალე რკინის სახურავითაც.

სამოას საზოგადოების ძირითადი სოციალ-ეკონომიკური ერთეულია თემი (აინგა), რომელიც შედგება მამაკაცური ხაზის უახლოესი ნათესავების სამი-ოთხი თაობისაგან, თემში ქორწინების შემდეგ მოსული ქალებისაგან და ნაშვილები პირებისაგან. აინგას წევრები (საშუალოდ 40-50 ადამიანი) ერთობლივად ფლობენ მიწას და ერთობლივად ასრულებენ ყველა ძნელ სამუშაოებს[65].

როგორც პოლინეზიის სხვა ბევრ კუნძულებზე, სამოელებს სხვადასხვა სქესისათვის აქვთ ტატუირების ორი ტიპი. ტატუირებას მამაკაცებისათვის ჰქვია ტატაუ და შედგება რთული გეომეტრიული ნახატებისაგან, რომელიც მამაკაცის სხეულზე განლაგებულია მუხლებიდან თეძოების ჩათვლით. ასეთი ტატუირების მამაკაცს ჰქვია სოგაიმიტი. სამოელ ქალიშვილებს (ტეინე) უკეთებენ მალუს, რომლებიც სხეულზე განლაგებულია მუხლების ცოტა ქვემოდან თეძოების ბოლომდე[66].

ტრადიციული სამოური სიმღერების (პესე) ავტორებს — კომპოზიტორებს (ფატუპესე) შორის, ცნობილია ტოლიაფოა ტალიმუტუ, პესეტა გატოლოაი სიო, მალიფა ფალეტოესე ლემალუ, ანაპუ ლავეა ტეო, კალაპუ ლუაფატასაგა კალაპუ, მაიავა პოუონო ჰანკინი, კომისი ფარაიმო.

ტრადიციული სამოური ქალთა ცეკვაა — სივა. ეს ცეკვა ჰავაური ცეკვის ჰულას მსგავსია — მოცეკვავე ქალები ხელების და ფეხების ნარნარი მოძრაობით მუსიკასთან ტაქტში „ყვებიან“ საკუთარ „ისტორიას“. კაცების სამოური ცეკვები უფრო აგრესიული და ენერგიულია[67]. სასა — კაცების სამოური ცეკვაა, რომელშიც მოცეკვავეთა რიგები აკეთებენ ჩქარ სინქრონულ მოძრაობებს ბარაბანის ხმასთან ერთად. მისი დასახელება სამოური ენიდან ითარგმნება, როგორც „ხელის დარტყმა“, რადგანაც ის მიმდინარეობს ხელის დარტყმით სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.

რობერტ ლუის სტივენსონის მუზეუმი (ვაილიმა, აპიადან 4 კმ-ში) — სახლი, სადაც რობერტ ლუის სტივენსონმა გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები (1890—1894 წლები). იქვე მდებარეობს მწერლის საფლავი. მწერლის სახლი და მთელი კარმიდამო გამოცხადებულია ნაკრძალად. აქ მდებარეობს სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური რეზიდენცია[68][69].

აპიას ეროვნული მუზეუმის სამ დარბაზში ინახება მრავალფეროვანი ექსპონატები, რომლებიც მოგვითხრობენ ქვეყნის ისტორიაზე. ექსპონატთა ნაწილი ინახება ახალი ზელანდიის, აშშ-ის, ავსტრალიის და გერმანიის მუზეუმებში და კერძო კოლექციებში. მაგალითად, ტაპასი — ტრადიციული მოხატული ქსოვილი, დამზადებული მზეზე გამომშრალი მცენარეული საღებავით და ამიტომ საკმაოდ ნაზი, — გამოფენილია ავსტრალიის ეროვნულ მუზეუმში, ქალაქ კანბერაში. საზღვარგარეთის ყველა მუზეუმმა და გალერეამ ივალდებულეს დაებრუნებინათ ექსპონატები მათი შენახვისათვის სათანადო პირობების შექმნის შემდეგ. მუზეუმის ყველა ექსპონატი შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად: არქეოლოგიური არტეფაქტები და ხელნაკეთური წარმოების საგნები. ყველაზე ძველი საგნების ასაკია — ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წელზე მეტი: უპირველეს ყოვლისა ესენია ქვის ნაჯახები და საჭრელები.

გამოდის პერიოდული გამოცემები სამოურ და ინგლისურ ენებზე: გაზეთები Samoa Observer და Samoa Times (ყოველდღიურები), Savali (კვირაში 4-ჯერ) და ჟურნალი Talamua Magazine (თვეში ერთხელ). მაუწყებლობენ რადიოები (Magik FM, K-Lite FM, Talofa FM, Samoa Broadcasting Corporation) და ტელევიზიები (Samoa Broadcasting Corporation, O Lau TV, TV3, Vaiala Beach Television)[70].

სამოას მოსახლეობის რადიომიმღებების რაოდენობაა — 175 ათასზე მეტი (1997 წელი), ტელევიზორების — 8,5 ათასი (1999 წელი). არქიპელაგზე თავის მომსახურებას წარმოადგენს 2 პროვაიდერი ინტერნეტის 10 ათასი მომხმარებლისთვის (2007 წელი)[63][71].

სამოაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია — რაგბი და სამოური კრიკეტი.

სამოას ეროვნული ნაკრები რაგბიში, რომელსაც გულშემატკივრები ეძახიან მანუ სამოას, მუდმივად მონაწილეობს სხვა ქვეყნების ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ. სამოა მონაწილეობდა ყველა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე 1991 წლიდან. 1991 და 1995 წლებში ნაკრები გავიდა მეოთხედფინალში, 1999 წელს — მეორე რაუნდში,[72] 2000 წელს — მსოფლიო თასის მეოთხედფინალს მიაღწია რაგბი-ლიგაში.

მათ ასევე მოიგეს თასი რაგბი-ლიგაში უელინგტონში და ტურნირი შვიდკაცა რაგბიში ჰონგ-კონგში 2007 წელს. ამ გამარჯვების აღსანიშნავად სამოას პრემიერ-მინისტრმა ტუილაეპა საილელე მალიელეგაოიმ, რომელიც ასევე რაგბის ეროვნული კავშირის თავმჯდომარეცაა, გამოაცხადა ეროვნული დასვენების დღე. სამოა ასევე მონაწილეობას იღებს წყნარი ოკეანის ერთა თასის გათამაშებაში. ამ სპორტის სახეობის მართვას ახორციელებს სამოას რაგბის კავშირი, რომელიც შედის წყნარი ოკეანის კუნძულების რაგბის ალიანსში, ასევე ეხმარება წყნარი ოკეანის კუნძულების ნაკრებებს გუნდების მუშაობაში. კლუბების დონეზე ტარდება ადგილობრივი ეროვნული ჩემპიონატი და წყნარი ოკეანის თასი. ყველაზე უფრო ცნობილი ძველი სამოელი მოთამაშეებია პატ ლამი და ბრაიან ლიმა, დღეისათვის: სეილალა მაპუსუა, ალესანა ტუილაგი და მიკაელე პესამინო. ბევრი სამოელი ასევე მონაწილეობს ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებში, ბრიტანეთის სუპერლიგის კლუბებში და ბრიტანეთის ეროვნულ ლიგებში.

სამოელები ასევე წარმატებებს აღწევდნენ ამერიკულ პროფესიონალურ რესლინგში, კრივში, კიკბოქსინგში და სუმოში, სადაც მუსასიმარუ კოიომ მიაღწია იოკოძუნას წოდებას.

სამოას ფეხბურთის ფედერაცია ფიფას წევრია 1986 წლიდან[73], მაგრამ ქვეყნის ნაკრებს არ მიუღწევია მნიშვნელოვანი შედეგებისათვის ოკეანეთის მასშტაბის ტურნირებშიც კი.

ქვეყანა მონაწილეობდა ყველა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში[74] დაწყებული 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან. ოლიმპიური მედლები მათ არასდროს მოუპოვებიათ. აპიას მკვიდრმა დევიდ ტუამ, რომელიც გამოდიოდა ახალი ზელანდიის ნაკრებში, მოიპოვა ბრინჯაოს ოლიმპიური მედალი ბარსელონას 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. აღსანიშნავია, რომ იმავე წელს სამოას ოლიმპიურ ნაკრებში, ძალოსნობაში გამოდიოდა მარკუს სტივენი, რომელიც 2007 წლის დეკემბერში გახდა ნაურუს პრეზიდენტი.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • აპია:
    • მულინუუ — კუნძულების ძველი დედაქალაქი ცერემონიების ჩასატარებლად, მდებარეობს თანამედროვე ქალაქის დასავლეთ ნაწილში. აქ განლაგებულია ფალე-ფონო (პარლამენტის შენობა) და ძველი ობსერვატორია, რომელიც დღეისათვის ადგილობრივი მეტეოსადგურის ოფისია;
    • კოშკი საათით აპიას ცენტრში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალია;
    • ბაზარი ფლეა-მარკეტი, რომელშიც ყიდიან საქონელს მთელი მსოფლიოდან, იაფფასიანი ტანსაცმლიდან და ელექტრონიკიდან ტრადიციულ ადგილობრივ სიაპომდე (ფოთლების წვენით შეღებილი), ძვირფას ნიჟარებამდე და ქოქოსებამდე;
    • სამოას ეროვნული მუზეუმი;
    • ქალაქში და მის გარშემო განლაგებულია ეკლესიათა დიდი რაოდენობა, რომელთაგან ყველაზე დიდია ქალაქის სანაპიროზე მდებარე კათოლიკური ეკლესია. ზომებით შედარებით ნაკლებ ანგლიკანურ ეკლესიას, აქვს მშვენიერი ვიტრაჟები (ფრანგ. vitre, ლათ. vitrum), ხოლო კონგრეგაციონალისტების ქრისტიანულ ეკლესიაში დაკრძალულია ჯონ უილიამსის ნეშტი — კუნძულებზე პირველი მისიონერის. 1977-1983 წლებში დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში ასევე ააშენეს აპია-სამოა-ტემპლის ტაძრის კომპლექსი.
  • ვაილიმა — რობერტ ლუის სტივენსონის მუზეუმი.
  • კუნძულ უპოლუს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაპირი:
    • მატარევას, სალამუმას და აგანოას პლაჟები;
    • ალეიპატას მარჯნის რიფები ზღვის ფრინველების ბუდობის ადგილების დაცულ ტერიტორიებთან ერთად;
    • ფუიპისიას ჩანჩქერი სიმაღლით 55 მეტრი.
  • კუნძული სავაი:
    • ძველი ყრილი ტია-სეუ სიმაღლით 12 მეტრი — ყველაზე დიდი ძველი სტრუქტურა მთელ პოლინეზიაში;
    • ნაკრძალები ტაფუა და ფალეალუპო;
    • ჩანჩქერი მუ-პაგოა პულეიას და გაუტავაის სოფლებს შორის;
    • ლავური გამოქვაბულები პეაპეა (ლეტუი) და პაია-დვარფსი სოფელ პაიასთან ახლოს (თითოეული გამოქვაბულის საერთო სიგრძე აღემატება 1 კმ-ს);
    • ძველი ვარსკვლავის მსგავსი რიტუალური ყრილი მულინუუს კონცხის სიახლოვეს;
    • სილისილის მთა და დაცული გამოქვაბული აოპო მისივე ძირში.

სადღესასწაულო დღეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი დასახელება (ქართ.) დასახელება (ინგლ.)
1 იანვარი ახალი წელი New Year’s Day
2 იანვარი ახალი წლის მეორე დღე Day after New Year’s Day
25 აპრილი ანზაკის დღე ANZAC Day
10 მაისი სამოას დედების დღე Mothers of Samoa Day
1 ივნისი დამოუკიდებლობის დღე Independence Day
აგვისტოს პირველი ორშაბათი შრომის დღე Labour Day
ოქტომბრის დასაწყისი ლოტუ-ა-ტამაიტი Lotu-a-Tamaiti
ნოემბრის დასაწყისი გამწვანების დღე Arbor Day
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Christmas Day
26 დეკემბერი საჩუქრების დღე Boxing Day

სამოასთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • რობერტ ლუის სტივენსონი (დ. 1850 — გ. 1894) — ინგლისელი მწერალი და პოეტი, უკვე ცნობილმა მწერალმა, დატოვა ინგლისი, რომ თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები გაეტარებინა სამოაზე. დაწერა ბიოგრაფიული წიგნი — „ცხოვრება სამოაზე“.
  • ალბერტ ვენდტი (დ. 1939) — მწერალი, მხატვარი, ისტორიკოსი და პედაგოგი, დაიბადა და ასწავლიდა სამოაზე.
  • დევიდ ტუა (დ. 1972) — სამოელი მოკრივე-პროფესიონალი, გამოდიოდა ზემძიმე წონით კატეგორიაში. 1992 წლის ბარსელონას ზახულის ოლიმპიურ თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი.
  • მალიეტოა ტანუმაფილი II (დ. 1913 — გ. 2007) — ბელადი, სამოას მეთაური 68 წლის განმავლობაში.
  • დუეინ ჯონსონი (დ. 1972) — მსახიობი, პროფესიონალი რესლერი, WWE/WWF-ს აბსოლუტური ჩემპიონი (1996—2004 წლებში). 2011 წელს დაბრუნდა რესლინგის ფედერაციაში.
  • მარკ ჰანტი (დ. 1974) — სამოური წარმოშობის კიკბოქსიორი, საკმაოდ ცნობილი თავისი გამოსვლებით К-1-ში, Pride-ში და UFC-ში.
  • სამოა ჯო (დ. 1979) — სამოური წარმოშობის რესლერი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Jane Resture. სამოა. დასახელების და ხალხის წარმოშობა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-13. ციტირების თარიღი: 2014-12-02.
  2. The Commonwealth of Nations. Geography of Samoa. ციტირების თარიღი: 07-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  3. Samoa districts (ინგლისური). ციტირების თარიღი: 07-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 „სამოას პირველი ეროვნული ანგარიშგება გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის რეალიზებაში“ (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 25-10-2005. ციტირების თარიღი: 05-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  5. „Samoa: Climate“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 05-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  6. „Samoa: Climate“. Govt.ws. დაარქივებულია ორიგინალიდან — 07-10-2006. ციტირების თარიღი: 05-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  7. პოლინეზიელი მეზღვაურები. (ინგლისური)
  8. [სამოას კოლონიზაცია. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-28. ციტირების თარიღი: 2014-12-04. სამოას კოლონიზაცია. (ინგლისური)]
  9. Watson, R.M. (1918). History of Samoa: THE ADVENT OF THE MISSIONARY. (1830.1839), გვ. Chapter III.  დაარქივებული 2011-05-03 საიტზე Wayback Machine.
  10. Encyclopedia of the Nations. სამოას ისტორია. (ინგლისური)
  11. [მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული] სამოას ისტორიის ქრონოლოგია. (ინგლისური)
  12. Stevenson, Robert Louis. A Footnote to History: Eight Years of Trouble in Samoa. BiblioBazaar. ISBN 1-4264-0754-8. 
  13. „Annexation of Samoa“. GlobalSecurity.org. ციტირების თარიღი: 03-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  14. Josiah Crosby (1948). „The Future of Western Samoa“. International Affairs. 24 (1): 89–99. doi:10.2307/3016954. ISSN 0020-5850.
  15. „New Zealand goes to war: The Capture of German Samoa“. nzhistory.net.nz (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14-11-2016. ციტირების თარიღი: 03-02-2008. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  16. „Imperialism as a Vocation: Class C Mandates“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25-08-2007. ციტირების თარიღი: 03-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  17. „The 1918 flu pandemic“. NZHistory.net.nz. ციტირების თარიღი: 03-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  18. „Nelson, Olaf Frederick 1883 - 1944“. Dictionary of New Zealand Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24-05-2010. ციტირების თარიღი: 03-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  19. „The Mau Movement“ (PDF). ციტირების თარიღი: 03-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  20. Field, Michael (2006). Black Saturday: New Zealand's tragic blunders in Samoa. Auckland, N.Z.: Reed Publishing (NZ). ISBN 0790011034. 
  21. „History and migration: Who are the Samoans?“. Ministry for Culture and Heritage / Te Manatū Taonga. ციტირების თარიღი: 03-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  22. „Background Note: Samoa“. U.S. State Department. ციტირების თარიღი: 03-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  23. „Constitution Amendment Act (No 2) 1997“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 03-02-2008. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  24. სამოას კონსტიტუცია, თავი 5, სტატია 42
  25. სამოას კონსტიტუცია, თავი 5, სტატია 44 (1)
  26. სამოას კონსტიტუცია, თავი 5, სტატია 45 (1)
  27. „Samoa: Key Facts: Political“. New Zealand Ministry of Foreign Affairs & Trade. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29-07-2015. ციტირების თარიღი: 03-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  28. სამოას კონსტიტუცია, თავი 5, სტატია 49 (1)
  29. სამოას კონსტიტუცია, თავი 5, სტატია 63 (1)
  30. სამოას კონსტიტუცია, თავი 5, სტატია 63 (3)
  31. სამოას კონსტიტუცია, თავი 5, სტატია 59
  32. სამოას კონსტიტუცია, თავი 5, სტატია 60 (2)
  33. სამოას კონსტიტუცია, თავი 4, სტატია 31 (1)
  34. Hassall, Graham and Saunders, Cheryl (2002). Asia-Pacific Constitutional Systems. Cambridge University Press, გვ. 41. ISBN 0521591295. 
  35. „Samoan king dies at the age of 94“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 06-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  36. NZ Herald
  37. New Zealand Herald. New head of state for Samoa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 03-02-2008.
  38. სამოას კონსტიტუცია, თავი 3, სტატია 18 (1)
  39. სამოას კონსტიტუცია, თავი 3, სტატია 18 (2)
  40. სამოას კონსტიტუცია, თავი 3, სტატია 19 (1)
  41. სამოას კონსტიტუცია, თავი 3, სტატია 19 (2)
  42. Kogan Page, World of information (2003). Asia and Pacific Review 2003/04, 21st edition. Essex, England: Walden Publishing Ltd., გვ. 41. ISBN 0749440635. 
  43. სამოას კონსტიტუცია, თავი 4, სტატია 32 (2)
  44. სამოას კონსტიტუცია, თავი 6, სტატია 65 (1)
  45. სამოას კონსტიტუცია, თავი 6, სტატია 65 (2)
  46. 46.0 46.1 სამოას კონსტიტუცია, თავი 6, სტატია 65 (3)
  47. 47.0 47.1 47.2 47.3 „სამოას სასამართლო სისტემა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09-06-2007. ციტირების თარიღი: 07-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  48. სამოას კონსტიტუცია, თავი 6, სტატია 75 (2)
  49. „The Commonwealth of Nations. Constitution of Samoa“. ციტირების თარიღი: 06-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  50. „Samoa: Country Reports on Human Rights Practices in 2006“. U.S. Bureau of Democracy, Human Rights, and Labor. ციტირების თარიღი: 03-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  51. „The Commonwealth of Nations. Politics“. ციტირების თარიღი: 03-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  52. 52.0 52.1 მოსახლეობის აღწერა (2011 წელი) City Population
  53. 53.0 53.1 53.2 53.3 53.4 სამოას სტატისტიკის ბიურო. მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-20. ციტირების თარიღი: 2014-12-02.
  54. მოსახლეობის აღწერა (2011 წელი) Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-30. ციტირების თარიღი: 2014-12-02.
  55. „Samoa: Economy“. CIA World Factbook (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21-05-2016. ციტირების თარიღი: 04-02-2008. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  56. „The Kingfisher Geography Encyclopedia“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 05-04-2008. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  57. „Samoa on PACREIP“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10-04-2008. ციტირების თარიღი: 05-04-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  58. „Samoa Economy 2008“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 05-04-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  59. „Agriculture of Samoa“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 10-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  60. „Samoa System of Government Information“. ციტირების თარიღი: 07-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  61. „The Commonwealth of Nations. Geography of Samoa“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 07-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  62. „The Commonwealth of Nations. Economy of Samoa“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 07-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  63. 63.0 63.1 63.2 „The Commonwealth of Nations. Society of Samoa“. ციტირების თარიღი: 06-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  64. „Oceania University of Medicine“. Oceaniamed.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 01-02-2008. ციტირების თარიღი: 05-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  65. „Jane's Oceania“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26-01-2008. ციტირების თარიღი: 07-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  66. „Worn With Pride > Tatau (Tatoo)“. Oceanside Museum of Art. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30-03-2009. ციტირების თარიღი: 04-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  67. „Dance: Siva“. Samoa.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25-09-2018. ციტირების თარიღი: 04-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  68. „Robert Louis Stevenson Museum & Grave“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 10-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  69. „Robert Louis Stevenson on stamps of Samoa“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 10-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  70. BBC. „Country profile: Samoa“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  71. Infoplease.com. „Samoa: History, Geography, Government, and Culture“. ციტირების თარიღი: 10-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  72. „Rugby in Samoa“. ManuSamoa.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19-02-2012. ციტირების თარიღი: 04-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  73. „სამოა ფიფას ოფიციალურ საიტზე“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20-10-2012. ციტირების თარიღი: 07-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  74. „სამოა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ საიტზე“. ციტირების თარიღი: 07-02-2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: